საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის ინიციატივით, რეინტეგრირებული ოჯახები ყოველ ბავშვზე დამატებით 200 ლარს მიიღებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/08 12:46:53

ქუთაისის მერის მოვალეობის  შემსრულებელი შოთა  მურღულია და სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი ზურაბ მარგველაშვილი სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ დედებს შეხვდნენ, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. დღეის მდგომარეობით ქუთაისში 8 ოჯახში  მზრუნველობიდან რეინტეგრირებული 9 ბავშვია.

 

1 იანვრიდან ქუთაისში ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ რეინტეგრაციისთვის თითო ბავშვზე გამოყოფილ 90 ლარს 200 ლრი დაემატება. შესაბამისად, ასეთი ოჯახები თითო ბავშვზე 290 ლარს მიიღებენ, აღსანიშნავია, რომ ასეთი პროექტი პირველად ქუთაისში ხორციელდება.

 

დღესვე სამოტივაციო ჯგუფმა „ახალგაზრდები ქუთაისისათვის“ ამ ოჯახებს შეგროვებული ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია