დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №32 (336), 12 -18 სექტემბერი, 2005 წელი
„კარგ მაშვალს გაკეთებული საქმე არ გოუფუჭდება...“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/06 14:27:32

რსებობს უკვდავი პროფესიები, სადაც ოფიციალურ ხელფასს არავინ არავის უხდის. შესაბამისად, არც  ხელფასის უწყისია ხელმოსაწერი და არც საშვებულებო ეკუთვნის ვინმეს. თუმცა, პროფესია მაინც შემოსავლიანია და მისი სახელი - მაჭანკლობაა.

 

 

ეს საქმე ქართველებს მაშინაც სჭირდებოდათ,12 მილიონი რომ იყვნენ, და ახლაც სჭირდებათ, რადგან ლივს-ლივობით სამ მილიონამდე მიღწეულ ერს დემოგრაფიული კრიზისი უდგას.

 

 

მოკლედ, მაჭანკლობა არსად ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც საქართველოში და არსად ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც იმერეთში. ფულადი ანაზღაურების გარდა, მაჭანკალი ყოველთვის იღებდა ამ საქმისათვის დაწესებულ „ჯილდოს“ - ხარის ტყავს. დღეს კი ხარის ტყავი მოდაში აღარ არის და მაჭანკლები, უზალთუნების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, კონვერტირებულ ვალუტას ითხოვენ...

 

 

შურია და ეთერა პროფესიით მაჭანკლები არიან. ისინი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ და ამ საქმეზე სეზონურად მუშაობენ. სეზონურად - იმიტომ, რომ სოფელ-სოფელ სიარული, ყველაზე უფრო, ადრიანი გაზაფხულიდან ადრიან შემოდგომამდეა შესაძლებელი: ამინდებიც კარგია და ხალხიც მეტია. პარალელურად მსხვილფეხა საქონლითაც ვაჭრობენ, აქ იყიდიან, იქ - გაყიდიან...

 

 

ორივეს ოჯახიც ჰყავს და შვილიშვილებიც (უკვე გასათხოვარი) ახვევიათ, არც მთლად მოცლილები არიან, მაგრამ ასე საკმაო ფულს შოულობენ. ერთი გამართლებული საქმე 100 დოლარია.

 

 

თერჯოლის სოფელ ღვანკითს ისინი აგვისტოს შუა რიცხვებში ესტუმრნენ - არცთუ პირველად. მუშაობის „სტილის“ თანახმად, ჯერ სოფლის თავიდან, ოჯახ-ოჯახ დაიწყეს თვალიერება. არ გეგონოთ,  უცოლოებსა და გასათხოვრებს არჩევდნენ. მათი დაზვერვის საგანი, არც მეტი - არც ნაკლები, წელმაგარი ოჯახები არიან. თუ მოსახლეს კარგი სახლი უდგას, მსუბუქი მანქანაც აქვს, ეზო-კარ-მიდამოც ჯეროვნად მოვლილია და გასათხოვარი ან უცოლოც ჰყავს, ჩათვალეთ, რომ ეთერას და შურიას საქმე მიეცათ.

 

 

ეთერა: „ამ გაჭივრებულ წუთისოფელში ცოტა წელმაგარი თუ არ არის კაცი, ისე ცოლის რჩენა გოუჭირდება. გოგოს ქონებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუ ჩასიძება არ უნდა ვინმეს. ირითადად, ცოტა შეძლებულ ყმაწვილკაცებს ვეებთ. არა, თუ ქალის და კაცის ოჯახი ორივე ერთნაირია ფულით და გაგებით, მაგას რა ჯობია. ხოდა, თუ არ მოKებნე, მიიხედ-მოიხედე, ისთე შესაფერისს ვერ გამოKებნი.“

 

 

ამ ქალბატონების კრიტერიუმები ჩემმა მასპინKელმა ოჯახმაც დააკმაყოფილა. ჰოდა, სასწრაფოდ მოითხოვეს სასიოს ნახვა, რომ მერე მისთვის თვალ-ტანადობისა და სიტყვა-პასუხის მიხედვით სწორფერი მოეLებნათ. მაგრამ ვენახში სამუშაოდ ჩასულმა პოტენციურმა სასიძომ მაჭანკლებთან ამოსვლა და გადამთიელებისგან გარიგებული ქალის შერთვა სასტიკად იუარა. მისი არგამოჩენის ნამდვილი მიზეზი შურიას და ეთერას არ გაუგიათ - უთხრეს, რომ ბიჭი მეზობლებს გაჰყოლია საქეიფოდ.

 

 

სამაგიეროდ, სხვასთან გაუმართლათ. მეზობელ ოჯახში ორი გასათხოვარი და დაუხვდათ. გოგონები ჩაათვალიერეს, სახლ-კარს გადახედეს და, გონების თვალით, ვიღაცასთან უცებ დააწყვილეს. მაჭანკლის მოხერხებით ნახულობის დღეც დათქვეს და სახელდახელოდ გაშლილ მაგიდასთანაც დაილოცეს.

 

 

შურია: „კაი ხანია, ამ საქმისთვის გვიკიდია ხელი. ერთად დავდივართ. ცალკე სიარული სახიფათოა მაინც...

 

 

ბევრჯერ ყოფილა, უცნობ სოფელში დაგვღამებია და რომელიმე ოჯახისთვის გვითხოვია ღამის სათევი. ირითადად, ტყიბულის, თერჯოლის და ზესტაფონის სოფლებში დავდივართ. ამბობენ, მაშვლობით აღარ თხოულობენ და თხოვდებიანო. არ დეიჯეროთ, მარტო მე იმდენი საქმე მაქ ამ ბოლო დროს გაკეთებული, რო, რა ვიცი. მთავარია, ქალი და კაცი იყოს ერთმანეთს შეფერებული.“

 

 

ირითადად, ფეხით დადიან. ეს ეკონომიისთვისაც კარგია და საქმისთვისაც. „კარგ მაშვალს გაკეთებული საქმე არ გოუფუჭდებაო“, - ამბობენ და ერთ ამბავს ყვებიან.

 

 

„საქმე არ გაგვფუჭებია. ხო ხდება, დანიშნულები შორდებიან ერთმანეთს. ამისთანა დროს მაშვალი არ ვარგა. საქმეს რო დეიწყებ და სერიოზულად მეეკიდები, აქეთ-იქით სიარული და სიტყვის მიტან-მოტანა არ უნდა შეგეზაროს. მარა, ერთი ამბავი ამისთანა დაგვემართა: ერთ კაცს ერთი ქალი გოურიგეთ. არც მთლად ბოვშები იყვენ. თვალტანადად, ღმერთმა იცის, ორივე კაი იყო. გედეიხადეს ქორწილი, მოგვცეს სამაშვლო-100 დოლარი და წამევედით გახარებული. არ გასულა ორი თვე და მომადგა კაცი, „დამიბრუნე ჩემი ფული, შენი გარიგებული ქალი გამიგიჟდა და პატრონს დოუბრუნეო“. გევიკითხე, მართალი უთქვამს. ფული რავარი დასაბრუნებელი იყო! გავვარდი და დევიწყე ახალი საცოლის ძებნა. ორი თვის შემდეგ ახალი ცოლი ჩავახუტე ჩემს სიLეს. ასე არც მე გამიფუჭდა მაშვლის სახელი და არც ფული დავკარგე.“

 

 

შურია და ეთერა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მეტ ქორწილში არიან ნამყოფი - ყველა წყვილი ეპატიჟება. მიუხედავად იმისა, რომ „კლიენტურის“ ებნა თავად უხდებათ, ხშირად მათთან შინაც მიდიან და შესაფერი კანდიდატურის შერჩევას სთხოვენ. როგორც თავად ამბობენ, ამ საქმეში ხალხს ფულის გადახდა, თურმე, არ ენანება, იმიტომ, რომ წინ იცქირებიან... ყოფილა შემთხვევა, როცა საქმე მათი ჩარევით გაკეთებულა და ოჯახებს ეს დაუმალავთ: „უნდათ, დამალონ და, კი, ბატონო, ჩვენ ჩვენი გასამრჯელო მოგვცენ და... ზოგს სიტყვა „გამაშვალების“, „მაჭანკლობის“ ერცხვინება და ამბობენ, აქ და იქ გაიცვნეს ერთმანეთიო. რამდენიც გინდა, იმდენი ასაკით  პატარა გოგო, ბიჭი გაგვიმაშვალებია. სოფელში უფრო ჩქარობენ თხოვებასაც და გათხოვებასაც...“

 

 

ამასწინათ, ჩემს მასპინძელ ოჯახს შევეხმიანე და სიცილით შემატყობინეს: შურიამ იმდენი ქნა, თავისი შვილიშვილი ჩვენს სოფელში გაათხოვაო. სიეს  მანქანაც აქვს, კარგი სახლიც და სამსახურიცო. ოღონდ, ჩემმა მასპინლებმა  არ იცოდნენ, აიღო თუ არა ფული ბებიამ შვილიშვილის გათხოვებაში...

 

 

მაგდა  ჩინიჯიშვილი      

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №32 (336), 12 -18 სექტემბერი,  2005 წელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია