დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსტერნატის გამოცდებს მოსწავლეები წელს ელექტრონულად ჩააბარებენ
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/03/06 13:12:39

დღეიდან  მე-12  კლასელების ექსტერნატის გამოცდები დაიწყო. ქუთაისის მასშტაბით ექსტერნის გამოცდებს 56 მოსწავლე 8 სასკოლო საგანში ჩააბარებს. აქედან სამ საგანს  მათსავე სკოლებში  ხოლო დანარჩენ 5 საგანს – ქართული ენა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისუსი და  სამოქალაქო თავდაცვა,  ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით ჩააბარებენ.

 

ბადრი ვაშაკიძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი:  „შარშან ექსტერნატის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც დამამთავრებელი, მე-12 კლასის ხუთი გამოცდა ელექტრონული ფორმით  ჩატარდება, გამოცდები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის განრიგს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს.“

 

იმ მოსწავლეებმა, რომლებიც სკოლებში ექსტერნებად იყვნენ ჩარიცხულები, ერთიან ეროვნულ გამოცდებში გასვლის უფლების  მოსაპოვებლად ექსტერნის გამოცდები უნდა ჩააბარონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია