საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თემურ ჭყონიას წინააღმდეგ საქმეა აღძრული
2014/03/06 12:36:07

ადვოკატი ალეკო ალადაშვილი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.

 

ალეკო ალადაშვილი იმ თურქი ინვესტორების ადვოკატია, რომლებიც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დოკუმენტაციის გაყალბების გზით სოლიდური კაპიტალის მითვისებაში ადანაშაულებენ.

 

როგორც ადვოკატმა გაზეთ ''ახალ თაობასთან'' ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 4 წელია ჭიანურდება.

 

''გამოძიება რაღაც ეტაპამდე მივიდა, მერე გაჩერდა. ვეკითხები პროკურატურას, რატომ არ დაკითხეთ თემურ ჭყონია? საქმე აღძრულია სხვისი ქონების მითვისების მუხლით. დაახლოებით 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ისაა, რომ 1995 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით, რეგისტრაციაში გატარდა სააქციო საზოგადოება „ექსპორტ-იმპორტ ბანკი", რომლის დამფუძნებლები იყვნენ თურქეთის ორი მოქალაქე და ერთი შეიცარიის, რომლებიც აღნიშნული ბანკის 65%-ს ფლობდნენ. მათ თემურ ჭყონიასთან ერთად შექმნეს ეს ბანკი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ჭყონია დაინიშნა. 1999 წელს ბანკებს გარკვეულ თანხაზე უნდა ჰქონოდათ ლიზენცია ანუ სადამფუძნებლო თანხა გაიზარდა და ზემოაღნიშნული ბანკი „დისკონტბანკს" შეერწყა. კაპიტალის გასაზრდელად ეს ოპერაცია მათ ისე გააკეთეს, რომ 65%-იანი დამფუძნებლები ვინც იყვნენ ბანკის, ისინი საქმის კურსში არ ჩააყენეს, ყალბი დოკუმენტები შექმნეს. ამ ორი ბანკის შექმნის საფუძველზე შეიქმნა ახალი ბანკი აბრეშუმის გზა. ამ ბანკის დამფუძნებელთა შორის უცხოელი ინვესტორების გვარები აღარ ფიგურირებენ. საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ჭყონიამ მათ საწინააღმდეგოდ მიითვისა ალი ტურგაის, დოგან ერბეკის და ვერნერ მეტცის კუთვნილი მილიონ სამასი ათასი ლარი'',- განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ  როგორც ჩანს, ჭყონიას ამ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდა მფარველები, რომლებიც მისი მილიონების ხათრით ყველა ზომას მიმართავდნენ, რათა გამოძიებაზე ზეწოლით არა თუ არ აგებინონ პასუხი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულ ჭყონიას, არამედ გამოძიებას მისი დაკითხვის უფლებასაც კი არ აძლევენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია