დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროვოკაციული ჩინური ნახატი: ამერიკა წელს ქვემოთ შიშველია, რუსეთს მხოლოდ ქვედასაცვალი აცვია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/05 19:32:49

სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია პროვოკაციული ნახატი "პეკინი 2008", რომელიც ჩინელი მხატვარს Liu Yi-ს ეკუთვნის. ამ ნახატმა დიდი გამოხაურება მოიპოვა. ტილოზე გამოსახულია 4 მოთამაშე ქალი, რომლებიც თამაშობენ ჩინურ თამაშს "mahjong"-ს.

ნახატი სიმბოლოებით არის სავსე და მისი იდეა მდგომარეობს შემდეგში:



ქალი ტატუთი, რომელიც ზურგით ზის, გახლავთ ჩინეთი.

მის მარცხნივ მსხდომი ქალი, რომელიც ფოკუსირებულია თამაშზე - განასახიერებს იაპონიას.

თავაწეული ქალი, რომელსაც პერანგი აცვია - ამერიკაა.

იატაკზე პროვოკაციულად მწოლი მოთამაშე - რუსეთია.

მოთამაშეებისაგან ოდნავ მოშორებით მდგომი პატარა გოგონა განასახიერებს ტაივანს.

 



ჩინეთის მიერ მაგიდაზე დალაგებულ ქვების მწკრივს - "აღმოსავლეთის ქარი"– აქვს ორმაგი მნიშვნელობა. პირველ რიგში, ის აღნიშნავს ჩინეთის "მსოფლიო ლიდერობას" და მეორე მხრივ, ჩინეთის სამხედრო ძალასა და იარაღს. ერთი მხრივ, ჩინეთი კარგ პოზიციაზეა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მის ხელებს. ასევე, დამატებით, მას აქვს მაგიდის ქვეშ, სხვა ქვები დამალული.



ამერიკა მშვიდად გამოიყურება , მაგრამ ის ცდილობს, ტაივანის გამომეტყველებიდან ამოიკითხოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამავე დროს, რაღაც მინიშნებას აძლევს ტაივანს.



ერთი შეხედვით, რუსეთი თამაშისადმი გულგრილია, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებით. ერთი ფეხით ფარისევლურად ეფერება ამერიკას, მაშინ როცა ჩინეთთან ჩუმად ცვლის ქვას. შესაძლოა ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისგან იღებს სარგებელს. იაპონია სერიოზულია ... ის უყურებს მხოლოდ თავისი ქვების მწკრივს.



ტაივანი ატარებს ტრადიციულ წითელ ზედატანს, რაც სიმბოლურად აღნიშნავს, რომ ტაივანი ჩინური კულტურის და ცივილიზაციის მემკვიდრეა. ერთ ხელში მას ხილით სავსე თასი აქვს, მეორე ხელში - დანა. ჩინეთზე ყურების დროს მას სახეზე აქვს ბრაზი, სევდა, სიძულვილი. მაგრამ ამაოდ - მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს თამაშში, მას ერთი ბედი აქვს - ხილით მოემსახუროს გამარჯვებულს.



ნაცრისფერი ცა აღნიშნავს 2 ქვეყანას შორის დაძაბულობისა და მოსალოდნელ საფრთხეზე მიუთითებს. ნახატი კედელზე, ასევე სიმბოლურია: მაო ძედუნის სახე ჩიან კაი-შეკის მელოტი თავითა და სუნ იატსენის ულვაშით.



ოთხივე ქალის სიშიშვლე ოთხივე ქვეყნის მდგომარეობის გამომხატველია. ჩინეთს ზედატანი არ აცვია, აცვია კაბა და საცვალი. ამერიკა წელს ქვემოთ შიშველია. რუსეთს მხოლოდ ქვედასაცვალი აცვია. იაპონია მთლიანად შიშველია.



ერთი შეხედვით, ამერიკა ყველაზე კარგ მდგომარეობაშია - ნაკლებად გაშიშვლებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და რუსეთი მეტად არიან შიშვლები, მათი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილები ჯერ კიდევ დაფარულია.



თუ ამ თამაშში დამარცხებული იხდის ტანსაცმლის ნაწილს და ჩინეთი წააგებს, მაშინ ის ისეთივე მდგომარეობაში აღმომჩნდება, როგორც რუსეთი. თუ ამერიკა წააგებს, ისიც რუსეთის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ რუსეთი წააგებს ამ თამაშს, ის წააგებს ყველაფერს. იაპონიას უკვე დაკარგული აქვს ყველაფერი (მთლიანად შიშველია).



რუსეთი თითქოს ერთ-ერთი რიგითი მოთამაშეა...უმნიშვნელო, მაგრამ ის ქვებს ცვლის ჩინეთთან. რეალურად, თამაშგარე მდგომარებაში და თამაშის "უბრალოდ შემავსებელი" მონაწილე არის იაპონია. იაპონიას არაფერი დარჩა დასაკარგი, ერთი წაგება და დატოვებს თამაშს.



შესაძლოა, ერთი შეხედვით ამერიკა საუკეთესო პოზიციაზეა, მაგრამ რეალურად ის დიდ საფრთხეშია: თუ წააგებს, ის დაკარგავს მსოფლიო ლიდერის სტატუსს.



რუსეთი ყველაზე საშიში მოთამაშეა- ორმაგ თამაშს თამაშობს. მას არა აქვს საკუთარი თავის დამოუკიდებლად გადარჩენის შესაძლებლობა, მას კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე ქვეყანასთან, რომ გადარჩეს და განვითარდეს.



ჩინეთს აქვს ბევრი დამალული ქვა, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ასევე ჩინეთი ქვებს ცვლის რუსეთთან, მაშინ როცა ამერიკა მხოლოდ ტაივანის გამომეტყველებით ხვდება, რა ქმედებები მიმდინარეობს რუსეთსა და ჩინეთს შორის. მეორე მხრივ, იაპონია ისევ ფოკუსირებულია თავის ქვებზე.

 


ტაივანი ცივად ადევნებს თამაშს თვალს. ის ხედავს ყველაფერს - რას აკეთებენ მაგიდაზე მოთამაშეები, მას ესმის ყველაფერი რაც ხდება, მაგრამ მას არა აქვს უფლება, შეუერთდეს თამაშს. მას ხმის ამოღების უფლებაც არა აქვს. ერთადერთი, რაც შეუძლია, არის ის, რომ იყოს კარგი გოგო და გამარჯვებულს მიართვას ხილი.

 



საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდება ჩინეთსა და ამერიკას შორის. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ნახატს: ისინი თამაშობენ არა პოკერს, არამედ ჩინურ თამაშს "mahjong"-ს...თამაშობენ ჩინური წესების თანახმად...გამარჯვების რამდენი შანსი აქვს რეალურად ამერიკას?

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია