საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აღმოჩენა!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/05 17:39:21

ჩრდილომერიკელმა და გვატემალელმა ისტორიკოსებმა, რომლებიც მაიას უძველესი ქალაქის, ელ მირადორის (გვატემალა) საკანალიზაციო სისტემას იკვლევდნენ, ჩუქურთმებით დაფარული უზარმაზარი ფრიზი აღმოაჩინეს.


ხელოვნების ნიმუში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სულ მცირე, 200 წლით ადრე შეიქმნა. ის ტყუპი ღვთაების, ხუნახპუსა და შბალანკეს ისტორიას ასახავს. მითოსის თანახმად, ტყუპმა ღვთაებებმა მოახერხეს, საიქიოს გამგებელ შიბალბისთვის მათი მოკლული მამის თავი წაერთმიათ და თან წამოეღოთფრიზის ავტორმა ტყუპი ძმა ციურ ურჩხულებს შორის მამის თავით ხელში გამოსახა.

 

ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ შბალანკესა და ხუნახპუს რწმენა ქრისტეს დაბადებამდე 300 წლით ადრე არსებობდა. ეს კი მაიას ცივილიზაციის ავთენტიკურობას ადასტურებს”, – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა რიჩარდ ჰეზენმა.

 

თუმცა მაიას ისტორიის გასაღები სწორედ მას შემდეგ იპოვეს, რაც კიჩეს ტომის ინდიელებმა, რომელთაც იცოდნენ ძველი დამწერლობა, ლათინური შრიფტით ჩაიწერეს კიჩეს ხალხის წმინდა წიგნი პოპოლ-ვუხი. სამწუხაროდ, მისი ორიგინალი დაიკარგა და შემორჩა მხოლოდ ლათინური ტრანსკრიცია. ხელნაწერი, როგორც აღვნიშნეთ, XVIII საუკუნეშია ჩაწერილი.

 

 

 

 

 

 

წყარო: ucnauri.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია