საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაფიცვა
„Gურჯიძის Mონები“(GM) თუ ლოზინსკის „შვილები“?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/05 13:54:48

ჭიათურაში, უკვე რამდენიმე დღეა, ჯორჯიან ამერიქენ ელოისის მუშები გაფიცული არიან. ჯორჯიან მანგანეზის ინგლისური აბრევიატურა ირონიულად გაშიფრეს როგორც Gურჯიძის Mონები (GM)“ (აკაკი გურჯიძე საწარმოს დირექტორია), თუმცა ლოზინსკი, რომელიც ელოისის გენერალური დირექტორია, ჭიათურელ სამთოელებს საკუთარ შვილებად მოიხსენებს.

 

დღეს ჭიათურელ სამთოელებს ავანსის დღე აქვთ, თუმცა ავანსს ვერ აიღებენ, ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ელოისის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა მაკა კვარაცხელიამ ისაუბრა.

 

მაღაროელებს არ უმუშავიათ და ვერც ავანსს აიღებენ. ჩვენ რისი შესაძლებლობა გვაქვს, ვაკეთებთ ეტაპობრივად,“ –განაცხადა აკა კვარაცხელიამ.

 

სამთოელთა გაფიცვაში პროფკავშირული ორგანიზაციები ნაკლებად ჩაერთვნენ (ამ დროისათვის 3700 სამთოელი სამ პროფკავშირულ ორგანიზაციაში რის გაწევრიანებული), თუმცა კერძო საუბრებში მაღაროელები აცხადებენ, რომ პროფკავშირების ძირითადი ინტერესი საწევროს აღებაა და არა სამთოელთა უფლებების დაცვა.

 

ძირითადად, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ შეიძლება ბანკის კრედიტების გამო ფინანსური პრობლემები შეგვექმნას, მე 7-ათასლარიანი კრედიტი მაქვს და უკვე იმედი აღარ მაქვს იმის, რომ ამ გაფიცვას მოჰყვება რამე შედეგი, რადგან არცერთი მინისტრი ჩვენამდე არ მოსულა,“  – განაცხადა ახალგაზრდა სამთოელმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გადაიარაღებისა და ინვენტარიზაციის პროცესებისთვის მზადება. რაც შეეხება .. პაიოკის საკითხს, ეს მოგვარებული პრობლემაა, ხოლო ჰიგიენურ საკითხებზე  მუშაობა გაგრძელდება. ამჟამად შვიდივე მაღაროში მუშაობა შეჩერებულია.

 

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭიათურის მაღაროში მუშაობის მსურველთა რაოდენობა 1000-ზე მეტია და დაფიქსირებულია განცხადებით. ერთ-ერთმა სამთოელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ელოისის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება თვალით არ უნახავს, თუმცა მაინც სურს, რომ შევიდეს სამუშაოდ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს უმძიმესი ფინანსური კრიზისი დაუდგება. მანვე აღნიშნა, რომ სოლიდარობის გრძნობის გამოა აქციაზე, თორემ, თუ მაღაროში არ იქნება მუშაობა, სოფლის საქმეებს მაინც არ მოსწყდებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია