საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქალთა სიმამაცისათვის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ქართველი ქალბატონი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/05 12:38:12

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრინკი და ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჰაინი ქალთა სიმამაცისთვის საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებულს ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძეს შეხვდნენ

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 2014 წლის ქალთა სიმამაცისთვის საერთაშორისო ჯილდოს 2014 წლის გამარჯვებული საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გახდა.

 

ყოველწლიურად ეს ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული სიმამცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის და წინსვლის ადვოკატირების საქმეში. წელს აშშ-ის საელჩოებმა მსოფლიოს მასშტაბით დაასახელეს ის ქალები, ვინც მუშაობდნენ საკუთარი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის, იბრძოდნენ დისკრიმინაციის ან დაპირისპირების აღმოსაფხვრელად, ცდილობდნენ კონფლიქტების მოგვარებას, აგრეთვე ისინი, ვინც რისკის ფასად ცდილობდნენ, დაეკავებინათ არჩევითი თანამდებობები ან დაეძლიათ ბარიერები პოზიტიური ცვლილების მოხდენის მიზნით.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაჯილდოვების ცერემონიას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰიგინბოტომთან და გამარჯვებულებთან ერთად განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრება ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა.

 

ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოვება არის საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული მისი საქმიანობის აღიარება. ჯილდოს მისაღებად ეპისკოპოსი გაემგზავრება . ვაშინგტონში და დაესწრება ცერემონიას, რომელსაც აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰიგინბოტომი უმასპინძლებენ. ცერემონიის დასრულების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ეპისკოპოსი გოცირიძე მონაწილეობას მიიღებსლიდერებისთვის საერთაშორისო სტუმრის პროგრამაშიდა ამერიკის რამდენიმე ქალაქში სტუმრობისას გამართავს შეხვედრებს, პრეზენტაციებს და საუბრებს გენდერული სამართლიანობის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, მეცენატ და  ადვოკატირების ჯგუფებთან.

 

ეს პირველი შემთხევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქემ მოიპოვა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ დიდ პასუხისმგებლობას, რომ აღმოიფხვრას შეუწყნარებლობა ყველა ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც მარგინალიზებულია. აღნიშნული ჯილდო - ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოა.

 

სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცისთვის საერთაშორისო ჯილდო ყოველწლიურად აღიარებს მსოფლიოს იმ ქალთა ღვაწლს, რომლებმაც ხშირად დიდი რისკის პირობებში განსაკუთრებული სიმამაცე და ლიდერის თვისებები გამოავლინეს მშვიდობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ადვოკატირების საქმეში. 2007 წელიდან, ჯილდოს დაწესების დღიდან, სახელმწიფო დეპარტამენტმა დააჯილდოვა 49 ქვეყნის წარმომადგენელი 76 ქალი.

 

2014 წლის გამარჯვებულები არიან:

 

·         -რი ნასრინ ორიახილი, ქაბულის მალალაის სამშობიარო სახლის დირექტორი (ავღანეთი)

·         -ნი როშიკა დეო, ფემინისტი და პოლიტიკური აქტივისტი, კამპანიაგახდი ცვლილება“ (ფიჯი)

·         ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია (საქართველო)

·         -რი ირის იასმინ ბარიოს აგილარიმაღალი ხარისხის რისკების სასამართლოს პრეზიდენტი (გვატემალა)

·         ლაქშმი, კამპანიისშეაჩერეთ მჟავური შეტევებიაქტივისტი (ინდოეთი)

·         -ნი ფატიმატა ტურე, სათემო აქტივისტი და ორგანიზაცია „Groupe de Recherche, de’Etude, de Formation Femme-Action“ აღმასრულებელი დირექტორი (მალი)

·         -რი მაჰა ალ-მუნეფი, ოჯახის უსაფრთხოების ეროვნული პროგრამის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (საუდის არაბეთი) *ჯილდოვდება დაუსწრებლად

·         -ნი ოინიხოლ ბობონაზაროვა, არასამთავრობო ორგანიზაციაპერსპექტივა პლიუსისდირექტორი (ტაჯიკეთი)

·         -ნი რუსლანა ლიჟიჩკო, ევრომაიდანის მოხალისე და უკრაინის სახალხო მსახიობი (უკრაინა)

·         -ნი ბეატრის მტეტვა, ადამიანის უფლებების ადვოკატი (ზიმბაბვე)

 

 

 

წყარო: http://georgian.georgia.usembassy.gov/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია