დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულსა და ტყიბულში დღის ცენტრებს გახსნიან
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/05 12:23:45

4 მარტს ხარაგაულსა და ტყიბულს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოების დამფუძნებელი მაგდა ყურაშვილი  სტუმრობდა. მასთან ერთად საბაზისო შენობები მოინახულ საინიციატივო ჯგუფმა, რომლიც უკვე ჩართული შშმ პირთა საკითხების მოგვარებაზე საჩხერესა და ჭიათურაში.

 

„პირველი ნაბიჯი ჭიათურის დამფუძნებლის, ნანა გაფრინდაშვილის აზრით, რამდენიმე დღის ცენტრს ექნება კოორდინაცია, რათა გაუადვილდეთ არსებულ პრობლემებთან ბრძოლა (სტიგმა, პოტენციურ ბენეფიციართა მოძიება, მეთოდოლოგია, კადრების გადამზადება, საგრანტო პროექტებზე მუშაობა, საზოგადოების ჩართულობა). ხარაგაულში მოკლე ხანში დაფუძნდება დღის ცენტრი, რომელიც, სავარაუდოდ, სოფელ ფარცხნალის საჯარო სკოლის შენობას გამოიყენებს (სკოლა ამჟამად მოსწავლეების გარეშეა დარჩენილი კონტიგენტის არარსებობის გამო). ხარაგაულის მაჟორიტარი ნოდარ ებანოიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლის შენობა ხარაგაულის ცენტრიდან დაახლოებით სამ კილომეტრშია და მისი გამოყენება შეიძლება როგორც შშმ პირების სერვისებისათვის, ასევე უმწეო მოხუცთა სადღეღამისო ცენტრისათვის. საინიციატივო ჯგუფს აღნიშნულ საკითხზე ესაუბრნენ გამგეობისა და საკრებულოს წევრებიც, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსუდან გურგენიძეს, რომელიც ამ ცენტრის ხელმძღვანელი იქნება.

 

რაც შეეხება ტყიბულს, იქ დღის ცენტრისათვის უკვე გამოიძებნა ყოფილი საბავშვო ბაღი, რომელიც სარემონტოა, თუმცა საზოგადოებისა და მუნიციპალური ხელმძღვანელბის დახმარების იმედი აქვს ინიციატორ გიგა სოფრომაძეს. ტყიბულის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ საინიციატივო ჯგუფს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ახლო მომავალში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები გაიმართება სამტრედიასა და ხონში.

 

საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელმა თამარ ზაბახიძემ რამდენიმე კონსულტაცია გაუწია ხარაგაულისა და ტყიბულის დღის ცენტრების ხელმძღვანელებს.


ხარაგაულისა და ტყიბულის დღის ცენტრებს მაგდა ყურაშვილი სასტარტოდ ოთხნიშნა ციფრით გამოხატულ თანხას გადასცემს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2893
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია