საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამოხმაურება
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/03/04 19:12:56

 

 უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვისა დ პატიმართა სოციალური უზრუნევლყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე  გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

 

როგორც გიორგი თევზაძის განცხადებაშია აღნიშნული: „პირველ რიგში გვსურს, მივუსამძიმროთ გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი მსჯავრდებულის  ოჯახს. არც ერთი ასეთი სამწუხარო ფაქტი არ უნდა დარჩეს დამოუკიდებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების გარეშე.


პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელობისგან ასევე  ვითხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში განასჯაროოს  გამოძების შედეგები და დააყენოს იმ თანამშრომელთა შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მომხდარ ფაქტზე. სამინისტროს კი ვთხოვთ, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ადგილი არ ჰქოდეს მსგავს ლეტალურ შედეგებს.

 

სამინისტროსთან თანამშრომლობით ვგეგმავთ ამ ფაქტის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას და კვლევის შედეგებზე ინფორმაციას საზოგადოებას მივაწოდებთ მედიასაშუალებებით“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვისა დ პატიმართა სოციალური უზრუნევლყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი თევზაძის გავრცელებულ  განცხადებაში

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია