საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროგნოზი
უკრაინის კრიზისი მარცვლეულს გააძვირებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/04 10:55:20

თუ უკრაინაში დაძაბულობა დიდხანს გავრცელდება, ხორბალი და სიმინდი გაძვირდება, - ამის შესახებ სატრეიდერო კომპანია ”აგრიკომის” დამფუძნებელმა, კოკი ოსიპოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, არეულობის გამო უკრაინაში საგაზაფხულო სამუშაოები, სავარაუდოდ, შეფერხებით ჩაივლის: ქვეყანაში სარისკო საინვესტიციო გარემოა - ის სამოქალაქო ომისა და დეფოლტის წინაშე დგას, ბანკებს კი ასეთ ვითარებაში სექტორის დაკრედიტება გაუჭირდებათ. ამასთან, აგროვადების დაცვას მოსავლიანობაზე უდიდესი გავლენა გააჩნია.



”მართალია, ამ ეტაპზე, სასურსათო ხორბალი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, სამაგიეროდ, საფურაჟე ხორბლისა და სიმინდის მიმართულებით, ჩვენი ძირითადი მომწოდებელია. გარდა ამისა, უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ხორბლის ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა და ფასების დაწესებაში სერიოზულ როლს თამაშობს”, - აღნიშნა ოსიპოვმა.



მისი თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო, ხორბლის მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა, მარცვლეული უკვე გააძვირა, თუმცა, ნაწილობრივ, რუბლის გაუფასურების, ნაწილობრივ, გაზაფხულის დადგომისა და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირების გამო, საქართველოს მარცვლეული, ჯერჯერობით, კვლავ სასურველ ფასად (280 დოლარი/ტონაზე) მიეწოდება. თუმცა, თუ პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში სასწრაფოდ არ დარეგულირდება, ტრეიდერი ხორბლისა და სიმინდის მნიშვნელოვან გაძვირებას ვარაუდობს. 



რუსეთ-უკრაინის კრიზისი მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე უკვე აისახა - მაისის კონტრაქტები ხორბალზე 3,2%-ით გაძვირდა და ბუშელზე 4,78 დოლარი შეადგინა, 5,2%-ით მოიმატა სიმინდის ფასებმა, 6,33 დოლარამდე ბუშელზე. ექსპერტებს განსაკუთრებით აწუხებთ ყირიმში არსებული სიტუაცია, რომლის პორტები მარცვლეულის გადაზიდვებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

 

წყარო "BPN"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია