საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვპირდებიან ვარსკვლავები მარტში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/03 19:41:41

 

გაეცანით მარტის თვის ასტროლოგიურ კალენდარს და გაითვალისწინეთ:


ვერძი: გაზაფხულის პირველ თვეს რეკომენდებულია წარსული გაანალიზება, წარმატების და მარცხის მიზეზების შესწავლა. რაც დაგეხმარებათ მომავალში უფრო ეფექტურად მოქმედებაში.

 

ხელსაყრელი დროა დასვენების და რელაქსაციისთვის, ბუნებაში გასეირნებისთვის. პირადული ურთიერთობა უფრო მგრძნობიარე და სანდო გახდება. ახალი სიმპატიები კი ყოველთვის ორმხრივი არ იქნება. თვის მეორე ნახევარში უფრო ენერგიული იქნებით. შესანიშნავი დროა სპორტული ვარჯიშის, ფიზიკური მუშაობისთვის.

 

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 13, 14, 22, 23, 31.

არახელსაყრელი დღეები:1, 6, 7, 20, 21, 27, 28.

 

კურო: მარტის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავ ძველ ნაცნობ-მეგობრებთან შეხვედრა. მათთან ურთიერთობა შესაძლოა განახლდეს სოციალურ ქსელში მიმოწერის შემდეგ. თვის მეორე ნახევარში გაძლიერდება განმარტოებისკენ სწრაფვა. აღმოაჩენთ, რომ მარტოობისას უფრო აქტიური და ენერგიული იქნებით, ასევე უამრავ დავალებას გაართმევთ თავს ეფექტურად და სწრაფად.

 

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 15, 16, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები:2, 3, 8, 9, 22, 23, 29, 30.

 

 

ტყუპები :თვის პირველ ნახევარში გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა კარიერაში და მეტი ძალისხმევა მიზნების მისაღწევად. თუმცა სანამ აქტიურ მოქმედებას დაიწყებთ კარგად გაანალიზეთ საკუთარი წარსული და მოქმედებები. მოერიდეთ ახალი საქმიანობის დაწყებას დაუსრულებელი პროექტების არსებობისას. თვის მეორე ნახევარში გელოდებათ ახალი გეგმები, რომელთაც წარმატებულად განახორციელებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი რამ თქვენ ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული.

 

 

ხელსაყრელი დღეები:1, 8, 9, 17, 18, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 4, 5, 10, 11, 25, 26, 31.

 

 

კირჩხიბი:თვის პირველ ნახევარში მეტად აქტიურად იქნებით ჩართული სწავლის პროცესში. თუმცა რაიმე ახალის შესწავლისთვის დაგჭირდებათ ცოდნის გარკვეული ბაზა. სასურველია გაიხსენოთ დავიწყებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსალოდნელია მოგზაურობა, რომელიც დეტალურად უნდა დაგეგემოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წვრილმანი გაუგებრობა შთაბეჭდილებას წაახდენს. ხელსაყრელი პერიოდია კარიერული ზრდისთვის.

 

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 7, 13, 14, 27, 28.

 

 

ლომი:თვის პირველ ნახევარში გაისტუმრეთ ვალები, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ თანხა ადრესატს დაუბრუნოთ. მოერიდეთ ახალი კრედიტების და ვალების აღებას. თვის მეორე ნახევარში საკუთარ ცხოვრებაში ახალ პერსპექტივებს დაინახავთ, რომელიც დაკავშირებული იქნება უცხოურ პროექტებთან, მოგზაურობასთან, შორეულ ნათესავებთან ან სწავლებასთან.

 

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 13, 14, 22, 23, 31.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 8, 9, 15, 16, 29, 30.

 

 

ქალწული:თვის პირველ ნახევარში მეტი აქტიურობა გამოიჩინეთ პირადულ ურთიერთობაში, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ შეუპოვრობას, გამოიჩინეთ კომპრომისები. ხშირად გაგახსენდებათ ძველი სასიყვარულო რომანი. ეცადეთ გაანალიზოთ ადრინდელ ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, რათა ისინი აღარ გაიმეოროთ. თვის მეორე ნახევარში წარმატებულ საქმიან კონტაქტებს დადებთ. შესანიშნავი დროა საკუთარი ბიზნესის დაწყების ან აქტიური განვითარებისთვის.

 

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 15, 16, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 4, 5, 10, 11, 17, 18, 31.

 

 

სასწორი: მარტის დასაწყიში მეტად აქტიური იქნებით სამსახურებრივ საქმიანობაში. მოსალოდნელია სირთულეები, გაურკვეველი სიტუაციები, რომლებიც დაუყონებლივ უნდა გაარკვიოთ. თვის მეორე ნახევარი განსაკუთრები ხელსაყრელი იქნება ინტელექტუალურ ან ვაჭრობის სფეროში საქმიანობისთვის. პირადული ურთიერთობა უფრო დინამიური და ჰარმონიული გახდება. მარტოხელა სასწორებს ახალი ნაცნობობის პერსპექტივა ელოდებათ.

 

ხელსაყრელი დღეები:1, 8, 9, 17, 18, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 13, 14, 20, 21.

 

 

ღრიანკალი:გაზაფხულის პირველი თვე ბევრ რომანტიკულ მოვლენას გპირდებათ. დაიმსახურებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების დიდ ყურადღებას. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა, ძველი ურთიერთობის აღდგენა.

 

თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინტელექტუალური შემოქმედებისთვის, მეტ აქტიურობას გამოიჩენთ მუშაობისას, რაც დადებით და ეფექტურ შედეგებს გამოიღებს. თუმცა მოერიდეთ რუტინულ საქმეებს.

 

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 8, 9, 15, 16, 22, 23, 24.

 

 

მშვილდოსანი:თვის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ოჯახური საქმეების და საკითხების მოგვარებისთვის. ეცადეთ აღნიშნული არ გადადოთ. გაერკვიეთ დაგროვებულ პრობლემებში, რადგან წინსვლას და ახალი საქმეების დაწყებას ამის გარეშე ვერ შეძლებთ.

თვის მეორე ნახევარში გაძლიერდება რომანტიკის, გართობის, მხიარული დროსტარებისკენ სწრაფვა. ხელსაყრელი დროა ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

 

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 13, 14, 22, 23, 31.

არახელსაყრელი დღეები: 10, 11, 18, 19, 25, 26.

 

 

თხის რქა: თვის პირველ ნახევარში გელოდებათ ბევრი ურთიერთობა, მოსალოდნელია ძველ ნაცნობ-მეგობრებთან შეხვედრა, მათთან ურთიერთობის განახლება. მოსალოდნელია ხანმოკლე მოგზაურობები, რომელიც დეტალურად უნდა დაგეგმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წვრილმანი უსიამოვნების გამო თქვენი გეგმები ჩავარდება, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევს. თვის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ხშირად დარჩით სახლში. შეგიძლიათ იზრუნოთ სახლის კეთილმოწყობაზე.

 

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 15, 16, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 1, 13, 14, 20, 21, 27, 28.

 

 

მერწყული: მერწყულებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ფინანსურ საკითხებს, დეტალურად დაგეგმეთ გასავალი და მოერიდეთ სპონტანურად ფულის ხარჯვას. მეტი დაკვირვება გამოიჩინეთ ნებისმიერი ფინანსური დოკუმენტის გაფორმებისას, რადგან საკმაოდ მაღალია შეცდომების და უზუსტობის დაშვების ალბათობა. თვის მეორე ნახევარში წარმატება გელოდებათა მოკლე მოგზაურობისას. შესანიშნავი დროა ქალაქგარეთ დასვენებისთვის. ყოველდღიური ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდება:

 

ხელსაყრელი დღეები: 1, 8, 9, 17, 18, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 15, 16, 22, 23, 29, 30.

 

 

თევზები: მეტად დატვირთული თვე გელოდებათ, გაძლიერდება ყურადღება თქვენი პიროვნების მიმართ, ამიტომ კარგად უნდა გაანალიზოთ საკუთარი ქცევა. არსებული სიტუაცია თქვენგან მოითხოვს მეტ დამოუკიდებლობას, სიმამაცეს, გამბედაობას. თვის მეორე ნახევარში შეძლებთ ერუდიციის განვითარებას. გაიზრდება თქვენი ცნობისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა. წარმატებული პერიოდია ფინანსური სფეროსთვის, შეძლებთ შემოსავლის გაზრდას და ხელსაყრელი საყიდლების შეძენას.

 

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 4, 5, 18, 19, 25, 26, 31.

 

 

წყარო: http://intermedia.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია