დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში დედებს დედის დღე მიულოცეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/03 13:59:01

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალბატონებს, რომელთაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ, ასევე 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს დედის დღე მიულოცეს და ყვავილები და 300 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გადასცეს. საჩუქარი 30-მდე ქალბატონმა მიიღო.

 

დღესვე, დედის დღესთან დაკავშირებით, მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება ქუთაისელი მხატვარი ქალების გამოფენა. დღის ბოლოს კი, 3 მარტს ქალბატონებს თამარ ჭოხონელიძე მიულოცავს. მასთან ერთად რამდენიმე ნომერს ქუთაისში არსებული საბავშვო ანსამბლის წევრებიც შეასრულებენ. 

 

შეხვედრა ქუთაისის  მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერაა ორგანიზებული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია