დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. თავმჯდომარედ ერთი წლის ვადით, კვლავ გია თევდორაძე აირჩიეს.
გია თევდორაძემ მადლობა გამოუცხადა ყველას, გამოცხადებული ნდობისთვის და იმედების გამართლებას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატი იყრიდა კენჭს: პარლამენტარი გიორგი თევდორაძე, რომელიც აქამდეც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ და ამირან ძოწენიძე, რომელიც ჯერ ქუთაისის ვიცემერი, ხოლო შემდეგ ვიცე–გუბერნატორი იყო.
დარეგისტრირებული 695 დელეგატიდან 565-მა დელეგატმა მხარი გია თევდორაძეს დაუჭირა.
დღესვე პარტიის წევრებმა ქუთაისის პოლიტსაბჭოს 20 წევრი აირჩიეს.