დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, განცხადება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/02 00:39:50

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,დავით უსუფაშვილმა, სპეციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით:

 

 

"დღეს დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთისგან მორიგი გამოწვევა მიიღო - საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ, ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეძლებს იმას, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელი სახელმწიფოს მიმართ.

 

დარწმუნებული ვარ, ამ მძიმე მომენტში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს როგორც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად."  

 

დავით უსუფაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია