დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი გურიაში
ჩოჩხათის მოსახლეობამ გზის რემონტის მოთხოვნით აქცია გამართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/28 20:10:47

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ადგილობრივმა მოსახლეობა აქცია გამართა, გზის რემონტის მოთხოვნით.


როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსახლეობა გულიანი-სუფსის მონაკვეთის 11 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას ითხოვდა.

 

ჩვენ ჩოჩხათის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულს, ალეკო სარიშვილს დავუკავშირდით:

ადგილობრივ მოსახლეობა იყო ჩემთან მოსული და მითხრეს, რომ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გეგმავენ აქციის გამართვას. პრინციპში, მესმის მათი, გზა ნამდვილად სარემონტოა და უნდა შეკეთდეს“, – განაცხადა სარიშვილმა.  

 

ჩოჩხათიდან აქციის მონაწილეები სუფსისაკენ დაიძრნენ, სადაც მათ სუფსის მოსახლეობაც შეურთდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ 11 კილომეტრიან მონაკვეთზე უმძიმესი მდგომარეობაა, რაც როგორც ლანჩხუთის, ასევე ოზურგეთის მოსახლეობას გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნის.

 

აქციის მონაწილეებს შეხვდა გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ცნობისთვის: ჩოჩხათის თემში სულ 7 სოფელი შედის და ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემია

 

PSNEWS.GE-მ  კომენტარი გიორგი ჩხაიძესაც სთხოვა:

„მოსახლეობა გამოსული იყო მოთხოვნით, რომ გზის რემონტი ჩატარდეს. გზის ეს 11 კილომეტრიანი მონაკვეთი მართლაც ძალიან ავარიულია. დაახლოებით ხუთი მილიონი ლარია საჭირო, რომ რემონტი ჩაუტარდეს, რაც ბუნებრივია, ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოეპოვება. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება მალე შედგეს პროექტი და მგფ–ი ჩაერთოს საქმეში, რომ სოფლის მოსახლეობას ეს პრობლემა მოუგვარდეს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურიის გუბერნატორმა.

 

 მოსახლეობა უახლოეს დღეებში  ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდა. გიორგი ჩხაიძე მინისტრს ტელეფონით დაუკავშირდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მინისტრი ლანჩხუთს და კონკრეტულად ჩოჩხათის თემს მომავალ კვირას ეწვევა.

  

ნინო მშვიდობაძე


 P.S. მიუხედავად იმისა, რომ აქციის შესახებ ხელისუფლების თითქმის ყველა შტომ იცოდა და ადგილზე ჩასულები იყვნენ მხარის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცა და გამგებელიც, მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ირწმუნებოდა, რომ აქცია არ იმართებოდა (!).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია