დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკო: „პაციენტებს რიგში ლოდინი არ მოუწევთ, მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/28 18:18:31

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა გეგმურ მომსახურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, გეგმური მომსახურების მისაღებად დაცდის პერიოდი საშუალოდ ორ კვირას შეადგენს. მინისტრი აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ბოლო პერიოდში ვრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაცდის პერიოდი რამდენიმე თვეს შეადგენს. „თუ ასეთი შემთხვევები იქნება, შევისწავლით, პაციენტებს რიგში ლოდინი აღარ მოუწევთ,“ – აცხადებს სერგეენკო.

 

 

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის ხანგრძლივი დაცდის პერიოდები. შესაბამისად, თითქოს საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობა დაბალია. აცხადებენ, რომ  თვეების განმავლობაში გვიწევს პაციენტებს რიგში ლოდინიო. მე ჩემს სიტყვებზე პასუხს  ვაგებ. დაცდის პერიოდი თვეს არ აღემატება და, საშუალოდ, ორ კვირას შეადგენს. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევებიროდესაც პაციენტი მიდის ექიმთან საგარანტიო წერილით, მას ეუბნებიან, რომ ნუ ისარგებლებენ ამით, რადგან მრავალი თვე დაგჭირდება და ჯობია, პირდაპირ თანხა გადაიხადოთო. ეს არის არამარტო პროექტის დისკრედიტაცია, არამედ პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ამ შემთხვევებს ჩვენ შევისწავლით. ეს მიუღებელია და თუ სადმე დადასტურდა ასეთი შემთხვევა, მას კანონის შესაბამისი რეაგირება მიეცემა.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია