დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/28 17:51:58

საარო სკოლეის დირექტორთა მორიგი სერტიფიცირეის პროცესი იწ. ამ თემაზე საქართველოს განათლეისა და მეცნიერეის მინისტრმა, თამარ სანიკიემ რიფინგი გამართა.

 

მინისტრის თქმით, კანდიდატთა  რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, იმ პირებსაც, რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.

სერტიფიცირების მიზანია კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება - ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება 29-30 მარტს, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე http%//directors.mes.gov.ge/.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.

სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია