დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკო: „მედიკამენტები მასიურად არ გაძვირდება“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/28 16:57:06

მედიკამენტები  მასიურად არ გაძვირდება – ამის შესახებ დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს შეიძლება მხოლოდ  ერთი ჯგუფის მედიკამენტებს შეეხოს, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა მედიკამენტები გაიაფდება.

 

 

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი: „მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგს აქვს თავისი წესები. შეიძლება ერთი ჯგუფის მედიკამენტი ძვირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, იაფდება სხვა. ჩვენ გარკვეულ მონიტორინგს ამ მხრივ ვაწარმოებთ და ვერ დავადასტურებ, რომ მოხდა მედიკამენტების მასიური, 5-10%-ით გაძვირება. ბოლო რამდენიმე კვირაში მოხდა რამდენიმე დასახელების მედიკამენტის გაძვირება, მაგრამ თითქმის იგივე პროპორციით სხვა მედიკამენტებზე ფასები შემცირდა. ეს არის გარკვეული ბაზრის ფლუქტუაცია - ზოგი იმატებს ზოგი იკლებს. ფარმაცევტულ ბაზარზე იგეგმება რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიის  შემოსვლა, თუმცა ამას აფერხებს ის, რომ წამალზე კონტროლი ჯერ არ დასრულებულა, ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ  რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ  წამლის ხარისხის კონტროლის დანერგვაზე მუშაობა. სხვა მხრივ, გვექნება დიდი რისკები უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის, ანუ ჩვენ არ გვინდა გაიაფდეს წამლები, მაგრამ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია