დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოსო ცისკარიშვილი: „დავით ნარმანია თბილისის მერობის რეალური კანდიდატია“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/28 16:42:01

ქსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის გამარჯვების ყველაზე რეალური კანდიდატი დავით ნარმანიაა. ამის შესახებ განცხადება ცისკარიშვილმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: „დღეს წარმოდგენილ კანდიდატებს შორის დავით ნარმანიას ყველაზე მაღალი შანსი აქვს გამარჯვებისთვის. არ ვიცი, თუ რა ტიპის კანდიდატები შეიძლება წარმოჩინდნენ,  მაგრამ ნარმანიას წარუმატებლობაზე საუბარი უსამართლობაა. თავად მინისტრ ნარმანიას ჰქონდა და აქვს მაღალი ავტორიტეტი. ამ სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები თვალსაჩინოა“.

 

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატებს, ქსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, გიორგი ვაშაძე იქნება ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი.

 

 

– როდესაც ნაციონალები პრაიმერზე საუბრობენ, ძალაუნებურად, ვიხსენებთ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მათ მიერ ჩატარებულ პრაიმერს. ამიტომაც ვთვლი,  რომ ნიკა მელიას მონაწილეობას ამ შეჯიბრში ისეთივე სტატისტის როლი ექნება ,როგორც ეს ჰქონდა ბატონ მალაშხიას. შემიძლია, დავდო ფსონი, რომ ვაშაძე იქნება გამარჯვებული ამ ვითომ მარათონულ ბრძოლაში. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს ყალბი შეჯიბრებების ხანა და არა მგონია,  რომ ეს ინტერესის საგანს წარმოადგენდეს, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია