საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„დაუშვებელია, ადვოკატი ადვოკატთა ასოციაციის მთლიან კორპუსს დაუპირისპირდეს“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/28 15:52:57

ადვოკატთა ჯგუფი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ ასოციაციის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა  და გააპროტესტა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ონიანის დაკავება არაკანონიერად მოხდა.

 

 

ადვოკატ მამუკა ტივიშვილის მიერ ადვოკატთა ჯგუფის სახელით გავრცელდა  განცხადება.

 

„ბოლო დღეებში მიმდინარეობს მიზანმიმართული და აჟიტირებული კამპანია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის და, შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიედ,  ადვოკატთა  ასოციაციის დისკრედიტაციის მიმართულებით. ცალკეული ფაქტორები გვიქმნის საფუძვლიან ვარაუდს  მასზედ, რომ ეს პროცესები ემსახურება გარკვეული წრის უკანონო ინტერესებს და მიმართულია ადვოკატთა ასოციაციის იმიჯის შელახვისკენ. ნიკოლოზ მჟავანაძის, გრიგოლ გაგნიძის, ნუგზარ ბირკაიას  და სხვა ცალკეული ადვოკატების უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელ განცხადებებში იკითხება ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მიზნები, მიაღწიონ ადვოკატთა შორის დაპირისპირებას და  ადვოკატთა  ასოციაციის დასუსტებას.  ამის საფუძვლიან ვარაუდს გვაძლევს ამ პირთა ბრალდებები, ისე, რომ არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი ბრალდებების დასასაბუთებლად. ერთ–ერთმა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ  არ დამალა, რომ დარჩა ასოციაციის მმართველი ორგანოების მიღმა. როგორც ჩანს, ასევე ზოგიერთი ადვოკატის მიერ გამოთქმული მოსაზრება ემყარება გადაუმოწმებელი ფაქტების სუბიექტურ ინტერპრეტაციას და, მაღალი ალბათობით, ნაკარნახევია  მერკანტილური ინტერესებით.

 

დაუშვებელია, ადვოკატი ადვოკატთა ასოციაციის მთლიან კორპუსს დაურისპირდეს უკანონო და მერკანტილური ინტერესების გამო. ამასთანავე სრულად ვიზიარებთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიისა და ადვოკატთა აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიმდინარე პროცესებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებებით მხარდაჭერილია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის პოზიცია ადვოკატთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ეს ყოველივე დასაბუთებულია შესაბამისი საერთაშორისო აქტებით. ამ გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანია მიმართვა ადვოკატთა ასოციაციის წევრებისადმი, რათა, ნებსით თუ უნებლიედ, არ გახდნენ ასოციაციის წინააღმდეგ მოქმედი ძალების გეგმების გამხმოვანებლები.“ – ნათქვამია ადვოკატთა ჯგუფის წევრის ადვოკატის მამუკა ტივიშვილის განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია