დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა არეშიძე: „კეზერაშვილის საქმეზე საქართველოს პროკურატურა არაკვალიფიციური აღმოჩნდა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/27 17:06:29

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ, „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში განაცხადა, რომ კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქართული მხარე არც ერთხელ არ იყო სათანადოდ მომზადებული. არეშიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შექმნეს ძლიერი საადვოკატო ჯგუფი, რომელმაც ეს ამბავი, ასე ვთქვათ, კარგად გაიტანა.

 

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: „ფრანგული მხარის მიერ ქართული მხარისთვის ექსტრადირებაზე უარის თქმა ორი რამით არის განპირობებულ. პირველი იმით, რომ თბილისის პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები კარგად ვერ მიაწოდა საფრანგეთის მხარეს და მეორე იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შექმნეს ძლიერი საადვოკატო ჯგუფი, რომლებმაც ეს ამბავი, ასე ვთქვათ, კარგად გაიტანეს. თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით,  თუ  როგორი მომზადებული იყო ქართული მხარის წარმომადგენელი პროკურორი წინა პროცესზე, შემიძლია ვივარაუდო, რომ იგივე გაგრძელდა ახლაც. ის  არ იყო წინა პროცესზე კარგად მომზადებული და, ალბათ, იგივე განმეორდა დღესაც.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია