დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შეირაღებული რუსი სამხედროების გადაადგილება იმ ტერიტორიის მიღმა, რომელიც შეთანხმებით არის განსაზღვრული, შეფასებული იქნება, როგორც სამხედრო აგრესია"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/27 13:56:03

ნებისმიერი გადაადგილება რუსი სამხედროების, ყირიმში ბაზირებული რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მიღმა, უკრაინის მიერ შეფასებული იქნება , როგორც სამხედრო აგრესია. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უკრაინის რადას სპიკერმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტურჩინოვმა მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, დაიცვას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ბაზების განთავსების შესახებ არსებული შეთანხმება.


"შეირაღებული რუსი სამხედროების გადაადგილება იმ ტერიტორიის მიღმა, რომელიც შეთანხმებით არის განსაზღვრული, ჩვენს მიერ შეფასებული იქნება, როგორც სამხედრო აგრესია",- აღნიშნა ტურჩინოვმა.


დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სიმფეროპოლთან ახლოს, რუსული ჯავშანტრანსპორტიორები დგანან. მძიმე ტექნიკა ყირიმის სოფელ უკრომნოესთან შენიშნეს. აღნიშნული სოფელი სიმფეროპოლთან 20 კილომეტრში მდებარეობს.

 

წყარო: ipn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია