დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაითხოვეს კონსტანტინე ხმალაძე რეგიონული განვითარების სამინისტროდან(Video)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/27 13:00:22

გავრცელებული ვიდეომასალების გამო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხმალაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 


„25 თებერვალს, მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ასახული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კონსტანტინე ხმალაძის საჯარო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება.


ამასთან დაკავშირებით, მინისტრის დავალებით, რეაგირების მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო საქმის შესწავლა. დღის ბოლოს კი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კონსტანტინე ხმალაძემ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


შეგახსენებთ, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით 25 თებერვალს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე ხმალაძე შიდა ქართლში სოფლის რწმუნებულებს უკანონო დავალებებს აძლევდა.

 

„ვინც რაღაცას დაიწყებს იქა, იმას, ეგრევე ჩააკმენდინო უნდა ხმა. ეს არის პროგრამა. პარტიული და იდეოლოგიური ხასიათი ამას არა აქვს. ვიღაც გამოხტება და დაიწყებს განყენებულ თემაზე ლაპარაკს, ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდიე ხმა, გააგდე იქედან საერთოდ, სოფლის პროგრამაა ესა“, – ეს დირექტივა სოფლის რწმუნებულებს გორში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოტე ხმალაძემ მისცა.


ხმალაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ–ერთმა რწმუნებულმა იკითხა, როგორ მოიქცნენ, თუ სოფელში კრების დროს, იმავე სოფელში მცხოვრებმა ოპოზიციური პარტიების წევრებმა ან სხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებმა, განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.


კასპში შეხვედრისას ხმალაძემ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს უთხრა, რომ იმ დროს, როდესაც აღწერის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის, რწმუნებულებს სოფლებში მცხოვრებთა სია უნდა ჰქონდეთ.


„სოფელში კაცი გქვია, გამგებელი ხარ, ისიც უნდა იცოდეთ, ვინ ვის ჰყვარობს სოფელში და ვინ ვისთან დაძვრება“, – ესეც ხმალაძის დირექტივაა, ოღონდ კასპში, სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრისას.


რეგიონებში სოფლების რწმუნებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოფლის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ხმალაძემ რწმუნებულები დაატრენინგა.

 

 

წყარო: ick.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია