საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აშშ-ს მთავრობა საქართველოს 350 მილიონი ლარით დაეხმარება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/26 16:38:49

პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და  პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის  ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი აზრით, ასეთ შეხვედრას სააკაშვილი სამი წელი ელოდა, ღარიბაშვილმა კი ეს სამ თვეში მოახერხა.

 

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი:

 

– საერთო ჯამში, ყველაზე გავლენიან ლიდერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს საქართველოს ინტერესებს კიდევ გაამყარებს სხვადასხვა სფეროში. ათასწლეულის გამოწვევის კუთხით განათლებაში 250 მილიონ ლარს ჩადებს ეს ქვეყანა, რითაც 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციას მოვახდენთ. ასევე 100 მილიონ ლარს ხარჯავს აშშ-ს მთავრობა დახმარების სახით, რაც სამთავრობო სტრუქტურებში რეფორმების განხორციელებაში დაიხარჯება. ამერიკის განვითარების სააგენტო სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის 30 მილიონ ლარს დახარჯავს. ჯამში ეს არის 350 მილიონი ლარი, რასაც ქართველი ხალხი მიიღებს ამერიკის  მთავრობისაგან მხარდაჭერის სახით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია