დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაქარია ქუცნაშვილი: „ბოღმიანმა მიშამ ძმა ვერ დაიჭირა და და დააპატიმრა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/26 15:47:46

პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ემზარ კვიციანის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც  გააკეთა კომენტარი.

 

მისი შეფასებით, ქალბატონი ნორა კვიციანი ნამდვილად უდანაშაულო იყო, ის გახდა მსხვერპლი იმისა, რომ ბოღმიანმა  მიშამ  ვერ შეძლო დაესაჯა  ძმა  და  დასაჯა და, – მიიჩნევს საპარამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.


ზაქარია ქუცნაშვილი, უმრავლესობის წარმომადგენელი:  



–        ენზარ კვიციანის დადანაშაულება იმაში, რომ იარაღი ჰქონდა, ეს იგივეა, რომ ჟურნალისტი დაადანაშაულო,  კამერა ან კალამი რატომ გაქვსო. რაც შეეხება, თუ რა კითხვები აქვს გამოძიებას ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, ამის შესახებ  ინფორმაციას არ ვფლობ. არ ვიცი,  რაში ადანაშაულობენ და რით დასტურდება ნორას დანაშაული? თუ   იარაღის ტარებაში სდებენ ბრალს,  იმ პერიოდში ცხინვალსა და კოდორში ყველას ჰქონდა იარაღი და აქედან გამომდინარე, ეს აბსურდული ბრალდებაა. თუ  ამ ნიშით დავაპატიმრებდით ადამიანებს, მაშინ მთელი კოდორის ხეობის და ასევე დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა უნდა დაგვეპატიმრებინა. ნორა კვიციანის წინააღმდეგ წარმოებული საქმე, ეს არის ბოღმა გადანთხეული ძმიდან დაზე. ემზარ კვიციანს რას აბრალებენ, ეს არ ვიცი. ვიცი ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი „მონადირის“ ბატალიონი ჩაანაცვლეს  შეყვანილი ჯარისკაცებით. ბატონი ირაკლი ალასანია იყო ერთ-ერთი,  ვინც ამას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ადგილობრივი უფრო დაიცავდა ხეობას და მის ინტერესებს. ბატალიონი  მონადირე ბოღმის გამო არ უნდა დაგვეშალა. თუ მისი გაძლიერება გვინდოდა, მაშინ დაგვემატებინა კონტინგენტი. მოგეხსენებათ,  ემზარ კვიციანი  არ მიესალმა ვარდების რევოლუციას. ის გამოვიდა ამ რევოლუციის წინააღმდეგ და სწორედ ეს გახდა ემზარ კვიციანის დევნის მიზეზი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია