დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არის ქუთაისში შშმ პირებისთვის ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობა მიუწვდომელი?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/26 15:33:54

რა ბარიერები ექმნებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისას და რამდენად ადაპტირებულია კლინიკები, სადაც მათ ამ სერვისებით უნდა ისარგებლონ, კვლევებს ამ მიმართულებით ქუთაისში ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბი" ჩაატარებს.

 

პროექტი სახელწოდებით „ჯანმრთელობის უფლება“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „ჯიპაკის“ მიერ ფინანსდება, რომლის პარტნიორი ორგანიზაცია ქუთაისში განათლების განვითარებსი და დასაქმების ცენტრია.

 

ფიქრია ბრეგაძე, ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბის“ მენეჯერი: „ამ მიმართულებით ქვეყანაში უდავოდ ბევრი პრობლემაა, შშმ პირები მათთვის განკუთვნილ სერვისებს, საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, უამრავი ხარვეზით იღებენ. 2013 წლამდე არანაირი კვლევაც კი არ არსებობდა იმ პრობლემების დასადგენად, რაც ამ ადამიანებს ექმნებათ. პროექტის ძირითადი მიზანიც სწორედ ისაა, რომ სხვადასხვა რეგიონების მაგალითზე დეტალურად შევისწავლოთ ყველა არსებული ხარვეზი და ამის შემდეგ შევიმუშაოთ რეკომენდაციები და შესაბამის ორგანოებში გავაგზავნით“.

 

საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების არაადაპტირებულობაზე საუბრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მერაბ ქვარიანი.

 

„ამ მხრივ მდგომარეობა სავალალოა. რიგებში დგომა ექიმების მხრიდან არაადეკვატური დამოკიდებულება –  მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენ კლინიკებში მისვლისას გვექმნება. რაც შეეხება პანდუსებს – მათი არარსებობა როგორც კლინიკებში, ასევე ნებისმიერ სხვა დაწესებულებებში, ჩვენთვის ყველაზე დიდ ბარიერს წარმოადგენს. თუ ეს ორგანიზაცია და პროექტი ამ მიმართულებით რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის, ჩვენ მხოლოდ მივესალლმებით.“

.

იმისთვის, რომ ამ მიმართულებით რეალურად  რაიმე შეიცვალოს, პროექტი „ჯანმრთელობის უფლება“ საქართველოს 4 რეგიონში: იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და აჭარაში კვლევებს ჩაატარებს და შესაბამის  რეკომენდაციებს განსახილველად პარლამეტს გაუგზავნის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია