დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაქარია ქუცნაშვილი: „სააკაშვილი თვალში ნაცრის შეყრის ოსტატია“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/26 15:05:42

„ქართველი ხალხი სააკაშვილის პოპულიზმზე აღარ წამოეგება“

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე გააკეთა განცხადება. მისი აზრით, სააკაშვილი საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.

 

– ეს არის პიროვნება, რომელიც  საკმაოდ უნარიანია თვალში ნაცრის შეყრის საქმეში. ის პოპულისტური და მომგებიანი პოზიციის დაკავების დიდოსტატია. მისი  უნარიანობა გამოვლინდა 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს, როცა შევარდნაძის მოყვანილი და არჩეული ადამიანი, პირველ ანტიშევარდნაძისტად იქცა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

ზაქარია ქუცნაშვილი,  პარლამენტის უმრავლესობის წევრი: „საზოგადოებისათვის  ნაცრის შეყრის ოსტატი ახლა უკრაინაში ადამიანების ემოციურ და პოპულისტურ ნოტებზე თამაშს ცდილობს. ამით უნდა, უკრაინელებს თავი წარუდგინოს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლმა ადამიანმა. ამ დროს საქართველოში ყველამ იცის, რომ სააკაშვილი არის იანუკოვიჩის იდეური და სულირი  მეგობარი და როგორც იანუკოვიჩი იყო მიდრეკილი ფუფუნებისა და გარყვნილებისკენ, ისეა მიდრეკილი სააკაშვილი ფუფუნებისა და გარყვნილებისკენ. როგორც იანუკოვიჩი ძალადობდა საკუთარ ხალხზე, ასე ძალადობდა სააკაშვილიც. უბრალოდ, იანუკოვიჩს არ ჰქონდა იმის უნარი, რომ თვალში ნაცარი შეეყარა მსოფლიო საზოგადოებისათვის. სააკაშვილი დროის მომენტის გამოყენების დიდოსტატია, ამიტომ ცინიზმია, როცა სააკაშვილი გვევლინება უკრაინაში სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანად.

 

 

გარწმუნებთ, რომ ქართული საზოგადოება სააკაშვილის ანკესზე აღარ წამოეგება. თუ სააკაშვილს მოენატრა უკრაინის რესტორნებში სეირნობა, ამის საშუალება მას ნამდვილად მიეცემა“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2421
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია