დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოტე ქავთარაძე ქუთაისის ვიცე-მერად შოთა მურღულიას რეკომენდაციით დაინიშნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/26 14:26:20

ქუთაისის ახალმა ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

კოტე ქავთარაძე ადრე საქართველოს ბანკის ტყიბულის ფილიალის მენეჯერის პოსტს იკავებდა, შემდეგ იყო ქუთაისის მერიაში ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ასევე წლების განმავლობაში იგი წარმოადგენდა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოღვაწეობდა კერძო სექტორში, იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ოფისის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.


 

კოტე ქავთარაძეს ვიცე-მერის პოსტზე, მისივე განცხადებით, რეკომენდაცია უშუალოდ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ გაუწის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია