დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელმა ბავშვებმა ამერიკელი თანატოლებისგან საჩუქრები მიიღეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/26 13:19:40

არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების საერთაშორისო ფონდის“ ორგანიზებით ქუთაისში „დედის კვირეული“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქუთაისელი ბავშვები ამერიკელი და ეკროპელი ბავშვებისგან საჩუქრებს იღებენ.

 

კვირეულის ფარგლებში ქუთაისის №3 საჯარო სკოლის 30-მა სოციალურად დაუცველ და ობოლ ბავშვს საჩუქრები ქალაქის მმშ-მ შოთა მურღულიამ გადასცა. საჩუქრები უშუალოდ ამერიკელი ბავშვების მიერ არის შერჩეული და გადმოგზავნილი ქართველი თანატოლებისათვის. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი პროექტი კვლავ გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, საჩუქრებს ხვალ ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის ბავშვები მიიღებენ.


 

შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული საჩუქრები სიხარულის მომტანია ქუთაისელი ბავშვებისათვის. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია