დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიჭერენ თუ არა ხვალ საქართველოში დაბრუნებულ ემზარ კვიციანს?
2014/02/26 11:50:07

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში ხვალ დაბრუნდება და მზად არის, სამართალდამცველებს ჩაბარდეს.

 

ამის შესახებ ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა განაცხადა.

 

მას რუსეთში დეპორტი ჩაურტყეს და როგორც იქნა, საქართველოში ბრუნდება. ხვალ აქ იქნება. მისი ახლობლები და მხარდამჭერები ვაპირებთ 16:00 საათზე, თბილისის აეროპორტში დავხვდეთ", - განაცხადა ნორა კვიციანმა.

 

ამასთან, ნორა კვიციანისთვის უცნობია, დააკავებენ თუ არა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თუმცა აცხადებს, რომ ემზარ კვიციან ყველაფრისთვის მზად არის.

 

ის ამბობს, რომ ვბარდებიო. ყველაფრისთვის მზად არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ დაბრუნდებოდა? ამბობს, რომ გაირკვეს სიმართლე, თუ დამნაშავეა პასუხს აგებს, თუ არადა, საკუთარ სამშობლოში მაინც იქნება", - განაცხადა ნორა კვიციანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად თავის დროზე 100 000 ლარიანი ჯილდოც კი დააწესა.

 

წყარო: cp.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია