საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა ბრალდებებს უყენებენ იური ვაზაგაშვილს შს ყოფილი მაღალჩინოსნები?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/25 22:34:22

დღეს  სპერცოპერაციის დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა „პრაიმ-ტაიმის“  პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და შს სამინისტროს ყოფილი  მაღალჩინოსნების იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მის  მამართ ამ რამდენიმე ხნის წინ გააჟღერეს.  ვაზაგაშვილის განცხადებით,  ირაკლი ფირცხალავამ და ირაკლი ქადაგიძემ იური ვაზაგაშვილი მოხუც ცოლ-ქმარზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მათივე ბრალდებით, იური ვაზაგაშვილი თითქოსდა დღესაც ფსიქოტროპულ- ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას ახდენს.

 

იური ვაზაგაშვილი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მოითხოვს, რომ შს ყოფილ მაღალჩინოსნებს თუკი რაიმე მტკიცებულება აქვთ, მაშინ უჩივლონ შს სამინისტროში.

 

 

იური ვაზაგაშვილი, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა: „ვიცოდი, რომ დადიოდნენ და რაღაცებს აგროვებდნენ  ჩემ წინააღმდეგ. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი დაკითხვაზე, მაშინ ჩემი მეგობრები იყვნენ დაჭერილი და მოწმის სახით მივედი. თუ დამნაშავე ვიყავი, პასუხისგებაში რატომ არ მიმცეს? მიმალვაში კი არასოდეს ვყოფილვარ. მე თუ ამ კრიმინალებს რაიმე ბრალს ვუყენებ, ყველა ბრალდების უკან მაქვს მტკიცებულება, მაგრამ თუ მათ აქვთ მტკიცებულება, მიჩივლონ და მიმართონ შს სამინისტროს“. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1895
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია