დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ემზარ ცირდავა: „ჩემი ოცნება აფხაზეთში დაბრუნებაა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/25 22:15:51

საერთაშორისო ქართულ ფრანგული ასოციაცია GFA - ს ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის, ემზარ ცირდავას  ნახატების გამოფენა გაიმართა.  ემზარ ცირდავა აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზეა წარდგენილი. იგი მეცენატობითა და ნოვაციებითაც არის ცნობილი.

 

თქვენი შემოქმედების მთავრი თემა რა არის?


- ჩემი ნამუშევარი მეუფე დანიელმა აფხაზეთის დაბრუნების სიმბოლოდ აკურთხა და საპატრიარქოში ინახება.  ამ სურათში ასახულია ის თავგადასავალი,  რაც გადავიტანეთ აფხაზეთიდან წამოსვლის დროს. ჯერ კიდევ 1993 წელს პარლამენტის შენობაში გამოვფინეთ ეს ნახატები. ეს იყო ის რო, როცა აფხაზეთიდან  გამოგყარეს. აფხაზეთის დევნილები იყვნენ იმ გამოფენაზე, ცხონებული გერმანე ფაცაცია, მაშინ ჩამოვიდა ბერეზოვსკი, დაათვალიერა ჩემი ნახატები, შეხვდა დევნილებს და აკურთხეს ჩემი ნამუშევარი.

 

_ რა ჰქვია ამ ნახატს?

 

_  ამ ნახატს ჰქვია აფხაზეთის ხმა, სადაც ასახულია ზარები, სვანური კოშკები, დახავსებული ქვები, ცხენი, რომელსაც მხედარი აღარ ჰყავს, ქალი, რომელიც ცისკენ აქვს ხელები გაწვდილი, ნახატზე ასევე ჩანს მოხუცი კაცი, რომელიც ზარს რეკავს,  ეს სურათი დაცლილი და დაკარგული აფხაზეთის სომბოლოა.

 

_გინდოდათ, სურათებში გაგეცოცხლებინათ დაკარგული აფხაზეთი?

 

_ გავაცოცხლე კიდევაც, საქართველოში ნახატების გამოფენის შემდეგ ჩემი ნახატები გერმანიასა და ჰოლანდიაში გამოვფინე, ამჯერად, რაელის მხარდაჭერით, რეინტეგრაციის სამინისტრო უწევს პოპულარიზაციას ქართულ კულტურას, ქართულ–ფრანგული ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალბატონ ქათრინ ღუზელის დახმარებით.

 

       თქვენ თავად რომელი ნახატს გამოარჩევდით?

 

        მე ყველა ნახატი მიყვარს, ეს არის, რომ  ჩანახატებს არ ვაკეთებ.

 

       ლექსებს თუ წერთ?

 

       ლექსებსაც ვწერ და ახალი კანონმდებლობაც შევქმენი.

 

       რა კანონმდებლობაზეა საუბარი?

 

        ჩემს  მიერ შექმნილი კანონმდებლობის მიხედვით, ხალხის მიერ  უნდა იყოს არჩეული მაჟრიტარი  დეპუტატები, მაგრამ ისინი პარტიებმა უნდა წარადგინონ.

 

- ამჟამად სად მოღვაწეობთ?

  

- ამჟამად ვინიშნები   აფხაზეთის  კულტურის მინისტრის მოადგილედ და პრემიერის წარმომადგენლად.

 

       როგორ ახერხებთ, შემოქმედება და პოლიტიკური საქმიანობა ერთმანეთს შეუთავსოთ?

 

       ყოველთვის  ასე ვიყავი, გარდა ამისა,  მე ქველმოქმედებით ვცხოვრობ,  ვეხმარები ადამიანებს, სკოლებს, დევნილთა სამინისტროს, ინვალიდებს, 7 ეტლი ინვალიდებისათვის გერმანიიდან გამოვაგზავნინე, ვეხმარები ავადმყოფებს, არ მინდ ამაზე ვისაუბრო. მინდა, რომ დავეხმარო ადამიანებს. ჩემს ნახატებს ვყიდი, რომ მათ  ხელი გავუმართო.

 

       ნახატებს ყიდით?

 

       ვყიდი, რა თქმა უნდა, დევნილებს ვეხმარები, ოპერაციებს ვუფინანსებ, სვანაირად არ ჩამითვალოთ, ამაზე საუბარი არ მინდა.

 

       ასე რომ, მთელ აფხაზეთს ეხმარებით?

 

 - სხვა რა შემიძლია, ერთ–ერთი კლინიკის ხელმძღვანელი ლეილა ბასილაია მეხმარება, უფასოდ ღებულობს პაციენტებს, ვინც არ უნდა გავუგზავნო, ნებისმიერ პაციენტს ღებულობს და ეხმარება, ის მართლაც ღვთისმოსავი ქალია.  

 

 

       ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი შემოქმედი ხართ და ამდენ ადამიანს ეხმარებით.

 

- ეს დარბაზი 200 კაცზე მეტს ვერ იტევს, ხვალიდან უფრო მეტი მნახველი ეყოლება ჩემს შემოქმედებას, გამოფენა ერთ კვირას გასტანს.

 

_თქვენი ლექსების თემატიკა რა არის?

 

- როგორ გითხრათ, ეს წამიერად მომდის და ვწერ, თითქმის ყველაფერზე ვწერ ლექსებს და ძალიან მოსწონთ ბევრ მწერალს და პოეტს.

 

- რამდენი ტილო შექმენით?

 

- როგორ გითხრათ, ძალიან ბევრი, წელიწადში 35 ნახატს  ვქმნი, მეტს ვერ ვასწრებ, სხვა საქმიანობასაც ვეწევი, ფიზიკურად ვერ ვასწრებ, რადგან მე დაკავებული ვარ უმეტესწილად დიპლომატიური კავშირებით. ამ დარბაზში იმყოფება ერაყის  ფინანსთა მინისტრის  შვილი.

 

 

- აფხაზეთის დაბრუნებაზე რას იტყოდით, გჯერათ, რომ დაბრუნდებით?

 

- აფხაზეთის დაბრუნების თაობაზე მე შეხვედრები მქონდა რუსეთში მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან. კადიროვთან და მის ოჯახთანაც მაქვს ახლო ურთიერთობა. მე მინდა, რუსებთან მეგობრობა ჩემი ხელოვნებით წინ წავწიო და არა შუღლი გავაღვივოთ და კიდევ 20 წლით უკან დავწიოთ აფხაზეთის დაბრუნება.


       იმედი გაქვთ, რომ თქვენი შემოქმედებითი კავშირტ მოახერხებთ აფხაზეთის დაბრუნების საკითხი გადაწყვიტიოთ?


       _ რა თქმა უნდა, ამის შანსი დიდია, თუ რა თქმა უნად აპოლიტიკოსებმა ამის საშუალება მომცეს.აფხაზეთის დაბრუნება ოცნებად არ დარჩება, ამის გაკეთება 5–6 წელიწადში შეიძლება, თქვენ  ნახავთ თუ როგორი წარმატებით  წავა ეს საკითხი. ამისათვის აუცილებელია ერთმანეთათამ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმება მოხდება.

 

_ ჩვენს მკითხველს რას ეტყოდით?


_ პირადად  თქვენს გამომცემლობას და თქვენს რედაქტორს ნატო გუბელაძეს ვეტყოდი დიდ მადლობას, რომ მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია