დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხანძარი საწირესა და ორპირში (Video)
2014/02/25 21:31:17

25 თებერვალს ხანძარი ტყიბულის რაიონის სოფელ საწირის ტყეში დაახლოებით დღის 11 საათზე გაჩნდა. ცეცხლის ორი კერა ერთ ჰექტარს მოედო, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარმა ტყის უფრო მეტი მასივი მოიცვა და ხუთ ჰექტრამდე დაიწვა.

 

ცეცხლის ლოკალიზაციისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი სახანძრო მანქანა ექვსი ეკიპაჟით მუშაობდა. მათ დახმარებას უწევდა ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფიც. ტყეში ცეცხლი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა.

 


პარალელურად ხანძარი მძვინვარებდა ასევე ორპირის ტყის გარკვეულ მასივზეც. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზაციისთვის ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ.

 

 

წყარო: okribanews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია