საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის რეგიონში 12 ახალი ამბულატორია აშენდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/25 13:50:35

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ამბულატორია აშენდება.

თანამედროვე  სტანდარტის ამბულატორიები მოეწყობა:  წყალტუბოს რაიონი სოფელი მექვენა, ჭიათურის რაიონი სოფელი მანდაეთი, ზესტაფონის რაიონის სოფელი აჯამეთი, სამტრედიის რაიონის სოფელი საჯავახო, ბაღდათის რაიონი სოფელი ზედა დიმი, ვანის რაიონის სოფელი საპრასია და საჩხერის რაიონი სოფელი პერევი, თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთი, ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეო, ხარაგაულის რაიონის სოფელ წიფა, საჩხერის რაიონის სოფელ გორისა, ტყიბულის რაიონის სოფელი ხრესილი.

აღნიშნული სოფლები, იმის მიხედვით შეირჩა, რომ ამ დრომდე, იქ სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებდა.

ახალი ამბულატორიების აშენებდა და თანამედრობე სტანდარტებეზე გადასვლა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მას შემდეგ დაანონსა, რაც სადაზღვევო კომპანიებმა სოფლის ექიმებს ხელფასის გადახდა შეუწყვიტეს. სერგეენკოს განცხადებით, არსებული ამბულატორიები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ ეტაპობრივად მოხდება მათი ახალ სტანდარზეტზე გადასვლა, რის შემდეგაც მედპერსონალის სრულად სახელმწიფო დააფინანსებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია