დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრას თეთრი სახლი აფასებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/25 12:12:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას თეთრი სახლი ეხმაურება. 
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში პირველი მშვიდობიანი და ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარების წარმატებით დასრულება მიულოცეს. 
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ თანამშრომლობა გააგრძელოს საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ღირსეული მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობისთვის, რაც შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური პრიორიტეტების მხარდაჭერაში გამოიხატება. 
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ავღანეთში, ნატო- მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს. 
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ-ის საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობა, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ზრდა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის.
"აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მათ დაარწმუნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დაპირდნენ, რომ აშშ- გააგრძელებს საქართველოს ახალი მთავრობის დახმარებას პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხდებაში. 

 

ყარო IPN

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია