დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოზიცია
ზაზა ხატიაშვილი გოგა ონიანის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/24 18:56:42

ადვოკატ  გოგა ონიანის დაკავების შემდგომ, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თავად მთავარმა მოწმემ.

 

 როგორც  „დაო პრინტის“ ყოფილმა მენეჯერმა, დავით შათირიშვილმა, პირველის“  პრესკლუბში განაცხადა , მისი დაკავების პროცესში უშუალოდ გოგა ონიანი მონაწილეობდა და 24, 5 გრამი მარიხუანის ქონაზე სწორედ ონიანმა მოაწერინა ხელი. 

 

დავით შათირიშვილის თქმით, იგი დააკავეს 2011 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიასთან. მისი დაკავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა გოგა ონიანი, 3 პირთან ერთად. ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, თუმცა თან ჰქონდათ იარაღი.

 

_მე დამაკვეს, ვინაიდან ვმუშაობდი სარეკლამო კომპანიადუო პრინტში, ვიყავი მენეჯერი და ვასრულებდი გარკვეულ შეკვეთებს, მოცემულ მომენტში ვასრულებდი ბერა ივანიშვილის მაისურების შეკვეთებს კლიპისთვის. ეს შეკვეთა შესრულეთ, რის შემდეგადაც მე დამაკავეს უკანონოდ. წამიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში, სადაც ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში.

 

 მან მაგიდაზე დადო თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა, რომ შენ იცი, რაც მოგივა და რაც მოხდაო. მე ვიყავი გაურკვეველ ვითარებაში, რადგან არ ვიცოდი, რა მოხდა. ვიკითხე, თუ  რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაშინ მან მანახა გარკვეული კლიპი, რომ ეს არის შენი დამზადებული და ქვეყანას საფრთხე შეექმნაო. მან ჩამომიყალიბა  გარკვევით, რომ ჩემს ოჯახს შეემქნებოდა დიდი საფრთხე, რამეთუ ჩემი ოჯახიდან, ჩემი მეუღლის სამუშაო და ჩემი სამუშაო ოფისებიდან ამოიღებდნენ  ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მე გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე ვარჩიე, რომ იქვე შეთავაზებული მარიხუანა, რაზეც მოვაწერე ხელი და შემდგომ გადამიყვანეს მე უკვე იზოლატორში და შემდეგ გლდანის ციხეში”, - განაცხადა შათირიშვილმა.

 

 გოგა ონიანის დაკავების ფაქტს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძეც გამოეხმაურა.

 

 ანი მიროტაძე ( საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):
_ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა გიორგი ონიანი.  გამოძიება ონიანს ნარკოტიკების ჩადებას და პირის უკანონო დაკავებას ედავება, მაშინ როდესაც მას შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

 

ადამიანის დაპატიმრება, მისი პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, ჩემთვის მტკივნეული თემაა, თუმცა არანაკლებ მტკივნეულია ის რეალობა, რომელშიც ქვეყანა გასული წლების განმავლობაში ცხოვრობდა, როდესაც ნარკოტიკის ჩადება და უკანონო დაკავება ყოფილი ხელისუფლებისთვის მიღებული პრაქტიკა იყო.

 

ნულოვანი ტოლერანტობისშედეგად საქართველო ერთ დიდ ციხედ იყო ქცეული, სადაც ადამიანებს გაუგონარი სისასტიკით აწამებდნენ. ჩემთვის ყველა ადამინიას უფლების დაცვა მნიშვნელოვანია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, - განაცხადა ანი მიროტაძემ

 

 

  ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე ზაზა ხატიაშვილი   კი პროკურატურას გოგა ონიანის დევნაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურ  ანგარიშსწორებას   უწოდებს. ის  აპირებს, მიმართოს ევროპის ადვოკათა ასოციაციას, რათა ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან  ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების განადგურება დაიწყო. ხვალიდან ზაზა ხატიაშვილი აქციების დაწყებით იმუქრება.

 

 

 ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე):

 

_ 19 თებერვალს დამირეკა გოგა ონიანმა და მითხრა  იმის შესახებ, რომ  ჩვენი განცხადების გაკეთების  შემდეგ  ( განცხადება, რომელიც შეეხებოდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის საგანგაშო დასკვნას ქართველი ადვოკატების დევნის შესახებ, სადაც   ამ ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვდნენ) სულ გამოვიდნენ წყობილებიდანო, 15 ადამიანს  იბარებენ პოლიციაში და მათ აიძულებენ,  ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცენო – მაცნობა გოგა ონიანმა.

 

 საერთოდ,  6 თვის განმავლობაში  გოგა ონიანი გააწამეს, მას თავისი მოვალეობის განხორციელებაში  ხელს უშლიდნენ, არადა,  სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადვოკატი. ასევე,  ონიანის ოჯახის მიმართ კეთდებოდა ძალიან ცუდი განცხადებები. საბოლოოდ,  გოგა ონიანი რომ მოეშორებინათ,   ორი კვირის უკან ბაჩანა ახალაიას საქმის მოწმე დაკითხეს.  ერთი სიტყვით , ადვოკატის მიმართ პირდაპირ განხორციელდა პოლიტიკური ზეწოლა.

 

ჩემი შეფასებით,  ეს არის სკანდალი, რადგან  ევროპის  ადვოკათტა  ასოციაციის  პრეზიდენტი ითხოვს,  ამ ადვოკატზე ზეწოლის ფაქტების  გამოძიებას და ამ დროს აკავებენ გოგა ონიანს.   ხვალიდან ვაპირებ, დავიწყო  აქციები, მივმართავ   ევროპის ადვოკათა ასოციაციას და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ სასწრაფოდ  ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან ხელისუფლებამ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების განადგურება.

 

 

შეგახსენებთ, რომ:     

   გუშინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, განსასჯელ   ბაჩო ახალიას ადვოკატი გოგა ონიანი  საკუთარ  სახლში დააკავეს, დაკავების მიზეზებზე  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი დააკავა.

 

 
"
გამოძიებით დადგინდა, რომ .ონიანმა 2011 წელს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა. შპს "დაო-პრინტი" იმ დროისათვის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებას ახდენდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა .შათირიშვილის დაკავების მიზეზი, რაც მას პირდაპირ დაუფიქსირა საუბარში .ონიანმა დაკავების შემდეგ. 

 


.ონიანმა, თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, რომ დავით შათირიშვილი თითქოსდა უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. იმავე დღეს, . ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი. 

 


პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს. თუმცა, მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში დავით შათირიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებიდან, გიორგი ონიაინის ბრძანებით იგი გლდანი-ნაძალადების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში იქნა გადაყვანილი. 

 



 გიორგი ონიანის საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 147- მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333- მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის, 341- მუხლით და 3691-ის მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

 

 

 



 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია