დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონში „ოკუპაციის კვირეული“ ყაყაჩოების აქციით აღნიშნეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/24 17:38:12

24 თებერვალს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივით, ,,ოკუპაციის კვირეულთან" დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

 

დაბა შორაპანში 1924 წლის აჯანყების დროს წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილების მიერ მატარებლის ვაგონებში ბარბაროსულად ჩაცხრილული ადამიანები გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი ,,წითელი ყაყაჩოების" აქციით მიაგეს. გამგეობის თანამშრომლებმა და რიგითმა ზესტაფონლებმა დახვრეტილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.

 

წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ კი დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ,,კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან" არსებულმა ანსამბლ ,,ზესტაფონის" წევრებმაც მიიღეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია