ქუთაისის საჯარო სკოლების აქტიური მოსწავლეები მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძეს შეხვდნენ. შეხვედრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
პროექტის მიზანია სკოლებში წარმატებულმა მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ძირითადად პროექტში მაღალი კლასების მოსწავლეები არიან ჩართულნი. იმერეთის მასშტაბით პროექტში 125 სკოლა მონაწილეობს.
წარმატებული ადამიანები ხვდებიან მოსწავლეებს და მათ თავიანთი წარმატების ფორმულას და გამოცდილებას უზიარებენ. სამოქალაქო კლუბის წევრები უკვე შეხვდენენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. დღევანდელ შეხვედრას გიორგი სიხარულიძე მასპინძლობდა. თეატრის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს ის ძირითადი ფორმულა გააცნო, რაც მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.