დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხანძრის შედეგად სამტრედიაში სახლი დაიწვა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/24 13:12:30

სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, წიაღობნის დასახლებაში,  ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა .


ხანძარი დღეს დილით გამთენიისას მოხდა , რის შედეგადაც  დამწვარია:ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მსუბუქი მანქანა, სახლში არსებული ქონება, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუქტყვი.  

"საშინელი ხანძარი იყო, 86 კვადრატზე აშენებული სახლი მთლიანად დაიწვა, რაც კი ქონება ჰქონდათ ვერაფერი ვერ გადაარჩინეს. ასევე დაიწვა მანქანა, პირუტყვი და ფრინველი. ოჯახს არაფერი დარჩა. აფსოლიტურად არაფერი ",-განაცხადა მეზობელ სახლში მცხოვრებმა ქალბატონმა ფოთოლა თევზაძემ.


ხანძრის ჩაქრობაში სამტრედიის სახანძრო ჯგუფებს ქუთაისის სახანძრო ეკიპაჟებიც ეხმარებოდნენ.


ხანძარი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია