დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციური აზრი
"ნაციონალების საარჩევნო კოდექსი "ოცნებამ" ისე მოირგო, ძარღვიც კი არ აუტოკდა"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/23 22:56:26

 

 ადგილობრივი არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება, მაგრამ წინასაარჩევნო გარემო კვლავ  არათანაბარია არასაპარლემენტო ოპოზიციისათვის.

 

ისევ ძველი საარჩევნო კოდექსი და კაბალური პირობები შეგვრჩა, –   განაცხადეს არსაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს  გამართულ შეხვედრაზე. მათი განცხადებით,  ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლებას უფრო მეტი ბერკეტები  საარჩევნო კომისიებში აქვს. გარდა ამისა,  არც ბიომეტრიული პასპორტი არ შემოიღეს.


კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო სიები, რომელსაც კვლავ სჭირდება ხელახალი რევიზია, –  განაცხადა მამუკა კაციტაძემ. მისი განცხადებით,  დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ძველ საარჩევნო კოდექსს აკრიტიკებდნენ, დღეს შესანიშნავად მოირგეს და მისი შეცვლა აღარ სურთ. ერთადერთი დათმობა, რომელიც ოპოზიციის ზეწოლის შედეგად განახორციელა  ხელისუფლებამ,  ეს საარჩევნო ბარიერი იყო, თუმცა,  ეს არ არის საკმარისი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად_განაცხადა მან.

 


მამუკა კაციტაძე  (არასაპარლმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი):

_კლავ პრობლემად რჩება პარტიათა დაფინასების საკითხი, ამომრჩეველთა სიების საკითხი. თავის დროზე აცხადებდნენ,  რომ სიები გაბერილი იყო და არ ვარგოდა, აღმოჩნდა, რომ ყველა დღემდე ჩატარებული არჩევნები და მომავალი არჩევნებიც იგივე სიებით ტარდება.

 

ნაცვლად იმისა, რომ თავის დროზე დაჭერილიყო თადარიგი და ბიომეტრიული პასპორტები შემოგვეღო.როდესაც სიები დაზუსტდა, მე ვამბობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა ბიომეტრიული პარამეტრებით სიების შექმნა. მე დავაზუსტე სიბი და შევძელი 535 შესწორების გაკეთება, მათ შორის გარდაცვლილებისა და საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების სიებიდან ამოღება.

 

თუმცა  დარჩა კიდევ ბევრი უზუსტობები,მათ შორის ასეთი დარჩა 183 ათასი ამომრჩეველი, რომლებთანაც კავშირზე ვერ გავედით.ამ ცდომილების ფაგლებში სიებს ისევ სჭირდებოდა დაზუსტება, თუმცა მას შემდეგ გავიდა წელიწადნახევარი და სია არ შეცვლილა, არადა სია იცვლება და ამას სჭირდება კვლავ რევიზია.

 

ხელისუფლებამ 50%–იან ბარიერზეც ბევრი გვანერვიულა, რად უღირდათ ორთვიანი ლაპარაკი? ჩვენ ვითხოვდით, რომ უმარვლესობას ემართა უმცირესობა და მოეპოვებინა გამარჯვება. ის, რომ ერთ პარტიას არ უნდა ჰქონეს უპირატესობა, ამას დიდი დავა არ სჭირდება, ან კიდევ მანდატის  წვდომა იყოს თანაბარი და პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებებზე თანაბარი წვდომა რომ უნდა ჰქოდეს, ეს ყველამ იცის.

 


ლევან ვეფხვაძე  (ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი):

_სრულიად ლეგიტიმური კითხვა გვაქვს, რომ არიან თუ არა პარტიები მზად არჩევნებისათვის. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვიქნებით მას შემდეგ,  თუ გვეცოდიბეა,როგორ ტარდება და რა პრინციპით ეს არჩევნები. სრულიად საქართველოსთვის არ არის სულერთი, მაგალითად, როგორ ჩატარდება გორში არჩევნები, ადრე ორად იყოფოდა, ისევე – როგორც თელავში, ახლა სხვა ვერსიებზე დაიწყეს მუშაობა, რამდენი საკრებულო მიიღებს მონაწილეობას და რამდენი გამგებელი იქნება არჩეული. ბუნებრივია, ძალიან უხერხული მდგომარეობაა. ჩვენ გვინდოდა, შევთანხმებოდით ხელისუფლებას მერებისა და გამგებლების კანდიდატურებზე. თუმცა, რა როგორ მოხდება,   ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

"ქართული ოცნება" ინარჩუნებს უსამართლო საარჩევნო სისტემას, ეს იყო ნაციონალუროი მოძრაობაზე მორგებული საარჩევნო სისტემა, რომელიც პირდაპირ გადაიბარეს "ქართულ ოცნებაში", ისე, რომ ძარღვიც კი არ აუტოკდათ.

 


კახა კუკავა (თავისუფალი საქართველოს ლიდერი):

 

ხელისუფლებას დაავიწყდა, როცა ოპოზიციაში იყო, სურდა საარჩევნო კოდექსის შეცვლა. როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ძალიან კარგად მოირგეს ეს საარჩევნო კოდექსი, რომელსაც ხათუნა გოგორიშვილის კოდექსს ეძახდნენ. ადგილობრივ არჩევნებში ამ კოდექსით არჩევნების ჩატარება წამგებიანია არასაპარლემნტო პარტიებისათვის. თუ საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდა, ასეთ კაბალურ პირობებში შედეგი არ გვექნება. საარჩევნო ბარიერის შეცვლა ბევრს ვერაფერს შეცვლის, სარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებებია საჭირო. გნებავთ, საეთერო დრო, გნებათ, საარჩევნო კომისიებში თანაბარი პარიტეტები და ბევრი სხვა საკითხი უნდა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში,  არასაპარლამენტო პარტიებს  წამგებიანი საარჩევნო გარემო გვექნება.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია