საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოლიდარობა უკრაინას!
მიხაილ ზავუდი: "უკრაინელ ახალგაზრდობას აღარ სურს იმ საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება, რასაც საბჭოთა კვაშირი ჰქვია"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/23 22:44:36

დღეს თბილისში, ძველი  პარლამენტის წინ უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მათ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და ბრძოლის  ბოლომდე მიყვანა უსურვეს.


 აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისაკენ“ ხელმძღვანელი, ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ გვინდა  ზეწოლა მოვახდინოთ  სვადასხვა ქვეყნების  მთავრობებზე, რათა არ მოდუნდეს  ყურაღება უკრაინის მიმართ.


ანდრო ბარნოვი („მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისაკენ“ ხელმძღვანელი):

_ პირველ რიგში, სამძიმარი გვინდა გამოვუცხადოთ უკარინელ ხალხს, იქ საქართველოს მოქალაქეებიც დაიღუპნენ. გარდა ამისა, გვინდა,  მივულოცოთ უკრაინელ ხალხს  პირველი დიდი გამარჯვება. თუმცა, ამით არ მთავრდება ყველაფერი. პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს ქვეყნის გახლეჩას. ახლა ვეკონტაქტებით ჩვენს მეგობრებს ევროპის დედაქალაქებში, გვინდა, რომ საზოგადოებრივი აზრი დარჩეს აქტიური და მოვახდინოთ ზეწოლა შესაბამის მთავრობებზე. 


ჩვენის მხრივ,  მოვუწოდებთ მთვარობას, რომ კოორდინირებულად და ყურადღებით იყვნენ უკარინის მიმართ, იმიტომ, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება და ის დარჩეს ერთიანი ქვეყანად. ძალიან დიდი შანსია, რომ ამ პროცესებით დაიწყოს იმპერიის ნგრევის დასაწყისი. შორს არ დარჩა ის დრო, როცა მთელი რეგიონი იცხოვრებს ისევე,  როგორც ევროპაში და ჩვენ განვვითარდებით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოები. რაც მთავარია,  ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რათა მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებებზე, სწორედ,  ეს არის დღეს მნიშვნელოვანი.

 


თამთა კობერიძე (მასწავლებელი):

_ უკრაინის ტკივილი  ჩემი პირადი ტკივილია, ჩემი ბებია უკრაინელი იყო, უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიის დროს ჩვენს გვერდით იდგა და ჩვენც ვალდებული ვართ, რომ მათ გვედრით დავუდგეთ ამ მძიმე დღებში.

 


დავით ფესვიანიძე (ფიზიკოსი):

- უკრაინაში ხალხი ჯერ კიდევ იბრძვის. მართალია, ძირითადი  ბრძოლა დამთავრებულია, მაგრამ იმისათვის, რომ ბოლომდე სიმართლემ გაიმარჯვოს, აუცილებელია, ჩვენც და მსოფლიომაც მახარი დაუჭიროს  ამ  ბრძოლაში, იმიტომ, რომ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ალბათ ყირიმშიც შეცდება რუსეთი, რომ  გაართულოს სიტუაცია, ამიტომ გამოვედით უკრაინის მხარდასაჭერად.

 


 უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა  უკრაინის ახალგაზრდული  კავშირის წარმომადგენელი მიხაილ ზავუდი , მისი განცხადებით მართალია 20 წელია საბჭოთა კვაშირიდან გამოვედით, მაგრამ ახლა  სურთ გაანადგურონ ყველაფერი, რაც კომუნიზმს  ეწინაღმდეგება.

 


უკრაინელ ახალგაზრდებს არ სურთ საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება, ამიტომაც დაიხოცა ათობით ადამიანი. უკრაინამ აირჩია ევროპის და ინტელექტუალური გზა , ჩვენს ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ!– განაცხადა  მიხაილ ზავუდმა.

 


მიხაილ ზავუდი  (უკრაინის არსამთავრობო ორგანიზაცია „ ახალგაზრდული კავშირის“ წარმომადგენელი): 

-რას იტყოდით უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე?

-  უკრაინაში ხდება ის, რაც ხდებოდა და ხდება საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში. 20 წელია საბჭოთა კვაშირიდან გამოვედით, მაგრამ  დღესაც კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, ამის მაგალითია უკრაინა, სადაც  ადამიანების  ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ეს არ არის ბანდიტური გამოხტომა, მათ სურთ გაანადგურონ ყველაფერი, რაც კომუნუიზმს ეწინაღმდეგება, ეს არის სუფთა კომუნისტური ინექციის სურვილი. უკრაინელ ახალგაზრდობას აღარ სურს იმ საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება , რომელსაც თავს გვახვევენ. სწორედ ამიტომ დახოცეს ამდენი ადამიანი, რამდენი  კიდევ დაჭრილია.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ბრძოლა  და  ევროპული არჩევანი  ბოლომდე იქნება მიყვანილი?

_ ჩემი აზრით, ჩვენ გვინდა, გვქონდეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის გარეშე და ამისათვის თავს გავწირავთ. უკრაინის ახალგაზრდობას საბჭოთა კავშირი არ უნდა, უკრაინა ირჩევს ევროპულ და ინტელექტუალურ ღირებულებებს. ეს არის პროგრესის გზა. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკის წარმომადგენლები კი გვეუბებიან, აქ  არ შეხვიდეთ, აქ შედით, ჩვენ მათ  ჭკუაზე არ ვივლით. ჩვენი ახალგაზრდობა არ შეეპუა სპაიპერებს.   100-მდე ადამიანი სნაიპერის ტყვიით არის მკვდარი,  ჩვენ ძალიან განვიცდით უკრაინაში ადამიანების მდგომარეობას, ჩვენთვის  ძალიან დიდი იმედია იულია ტიმოშენკოს გათავისუფლება ციხიდან.

 _ ვინ  ისროდა სნაიპერებიდან?

_ ეს იყო სპეციალური დავალება, მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო ამ შეკითხვაზე, თუკი უკრაინის მთავრობამ ესროლა უკრაინელ ხალხს, ამაში რუსეთის ძალების ხელი  ერია. რუსეთი და განსაკუთრებით პუტინი ძალიან ჭკვანი და ძლიერია, მას სურს საბჭოთა კავშირის შეკოწიწება. ჩვენ არ გვინდა ის , რაც იყო. თავის დროზე  მათ გაანადგურეს უკრაიანა  და მისი  ინტელიგენცია.

_ ევროპული გზა, რომელიც უკრაინამ  აირჩია მიიყვანს  ქვეყანას დემოკრატიამდე?

_მე ვფიქრობ უკარინელი ხალხი ევროპული გზით მივა დემოკრატიამდე, ჩვენ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.

_ რაც შეხება ციხიდან გათავისუფლებულ  ყოფილ პრემიერს, იულია   ტიმოშენკოს,  შეძლებს ის  უკრაინელი ხალხის  კონსოლიდაციას და ამ  ბრძოლის ბოლომდე მიყვანას?

 

- იულია ტიმოშენკო, როგორც ადამიანი, ძალიან მესიმპატიება, მისი ინტელექტუალური პოტენციალი უკრაინას გამოადგება, ის ადამიანებს უყვარს და მას დიდი პოტენციალი აქვს.  იულია დიდი და ძლიერი პოლიტიკოსია, ის ერთნაირად მისაღებია ევროპისა და ამერიკისათვის და შეძლებს უკრაინელი ხალხის იმედების გამართლებას, დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია