საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
ცოტნე გამსახურდია:"ნუთუ მამა გაბრიელი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათვის ლოცულობდა?!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/23 15:17:02

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას და მისი წმინდა ნაწილების გახრწნა–უხრწნელობის შესახებ საზოგადოების მსჯელობას.

ცოტნე გამსახურდიას მიერ “Facebook”-ში გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„მამა გაბრიელი ჩემი მომნათლავი (და არა ნათლია, როგორც ეშლებათ ხოლმე) მღვდელი იყო...ორმოცი დღისა ვიყავი, როცა ეს მომხდარა: მამაჩემს ოფიციალური რელიგიის მესვეურებმა გასაგები მიზეზების გამო ყველგან უარი უთხრეს და რიტუალი მამა გაბრიელის სამლოცველო სახლში აღსრულდა, რომელიც მას ჰქონდა "იატაკქვეშ" მოწყობილი. მაშინ ბერს არავინ იცნობდა ფაქტობრივად, მამამაც შემთხვევით მიაგნო... მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელიც კია, რამოდენიმე მიზეზის გამო:

 

1) არ უნდა მომხდარიყო ადამიანების რანჟირება, მათი ადგილზე შეშვება თანამდებობრივი თუ სოციალური სტატუსის მიხედვით. ან საერთოდ ღია უნდა ყოფილიყო რიტუალი, ან - სრულიად დახურული. პირადად მე დაპატიჟებული გახლდით, მაგრამ არ წავედი. ღმერთის წინაშე ყველა და ყველაფერი ერთი, ერთიანი და თანასწორია! ნუთუ მამა გაბრიელი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათვის ლოცულობდა?!

 

 

2) სრულიად ამაზრზენია ე.წ. "რელიგიურ-პატრიოტული" მედიის საქციელი. ჩემი ნება რომ იყოს, ჟურნალისტური საქმიანობისათვის ლიცენზიას შემოვიღებდი. მორჩით ამ სპეკულირებას უხრნელობით და რაღაც ნეკროფილურ ვნებებს, ფოტოკოლაჟების და უბრალოდ სიყალბის ჩვენებას. ძვალთა და თმათა დარჩენა საფლავში სრულიად ბუნებრივია და ვეჭვობ, მავანთ სწორედ ამიტომ გააკეთეს ცერემონიის ამგვარად ორგანიზაცია, რომ ნახევრად იდუმალი, დახურული ატმოსფერო ნოყიერი ნიადაგი ყოფილიყო სპეკულაციებისა და ცრურწმენებისათვის! ხრწნა ხორცისათვის ბუნებრივი და დამახასიათებელია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ზოგის გონებაც გაიხრწნა უკვე...

 

 

3) და ბოლოს: რწმენისათვის, გონისათვის დროსა და სივრცეს მნიშვნელობა არა აქვს. აკი გაბრიელ ბერის ღვაწლიც ერთი სენაკიდან აღსრულდებოდა. არ არის აუცილებელი იქ პირადად მისვლა, მიწაზე განრთხმა თუ ძვლებთან ჩახუტება, არც საკრედიტო ბარათების საფლავზე დაწყობა!

 

 

ყოველივე ამის შემდეგ, კვლავ ვრწმუნდები, რომ ჩვენ კარგა ხანს არაფერი გვეშველება...“, – წერს გამსახურდია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია