დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ბაგების სტუდქალაქში მცხოვრები დევნილები, წყლის პრობლემის გამო, აქციების დაწყებას გეგმავენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/22 19:18:57

დღეს ბაგების სტუდქალაქში ჩასახლებულ დევნილებს საკრებულოს დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელი თემურ კიკნაძე შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი წყალგაყვანილობის პრობლემები იყო. როგორც მოსახლეობა აცხადებს, 20 წელია, რაც ამ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს წყალი შეფერხებით, ბევრ შმთხვევაში, საერთოდ არ მიეწოდებათ. ამის მიზეზი მოშლილი წყალგაყვანილობის  და კანალიზაციის სისტემაა.


დღემდე ბაგების სტუდქალქში ჩასახლებული დევნილები შეპირებების იმედზე არიან, თუმცა მათ დღემდე ვერ მიიღეს დახმარება. მერიიდან გამგეობაში დ გამგეობიდან მერიაში ამისამართებენ, ყოველი არჩევნების წინ შეპირებებით აბრუებენ. ახლა დევნილები  ქალაქის მთავრობისაგან წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სიტემის საწრაფოდ  აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ისინი აქციების დაწყებით  იმუქრებიან.


ვაჟა ჩიტაიშვილი (დევნილი):

_ ასე არაფერი არ  გამოვა,  მოდიან, გვატყუებენ და მიდიან. დავიღალეთ ამდენი ტყუილებით, სამი თვის წინ  მოიტანეს დაჟანგებული მილები, დაიწყეს მუშაობა და შემდეგ შეაჩერეს. რატომ გაჩერდა მუშაობა? ან კიდევ  სად ნახეს დაჟანგებული მილები?

ნოდარ  კიკნაძე ( ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელი):

_ იცით რატომ გაჩერდა მშენებლობა? იმიტომ, რომ ფული არ არის.

ვაჟა ჩიტაიშვილი:

_ მაშინ რატომ დაიწყეთ მუშაობა, დაანგრიეს მთელი კორპუსი და დატოვეს.

თემურ კიკნაძე:

_ თუ რატომ გაჩერდა სამუშაოები,  ჰკითხეთ გამგეობას და მერიას, ახლა დოკუმენტურად გაწერილი გვაქვს და ვაპირებთ სამუშაოს დაწყებას.  

 ვაჟა ჩიტაიშვილი:

_ რა დაიწყება, 9 წელი რას აკეთდებდით? აგერ ვნახავთ,  რასაც გააკეთებთ?

 ნოდარ  კიკნაძე:

–ჩვენ იმიტომ დავდივართ, რომ მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტა, უკვე გამოყოფილია თანხები, ხარჯთაღრიცვა შედგება და ახალ ბიუჯეტში შევა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქაურობას საშველი დაადგეს. რაც აქ ხდება,  ეს არის საშინელება. სამუშაოები დაწყებულია, ეს არის საკრებულოს და ვაკის გამგეობისა მცდელობა.


გიორგი მუსხელიშვილი (საკრებულოს დეპუტატი):

–საკრებულო ცდილობს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, ამ ეტაპზე ბიუჯეტში კონკრეტულად ამაზე არ არის თანხა გაწერილი, მაგრამ , საერთოდ, მთელი თბილისის მაშტაბთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის გამოყოფილი თანხები. ამხანაგობა მიმართავს გამგეობას, შემდეგ დევნილთა სამინისტროს და თანადაფინანსებით უკვე დაწყებულია  წყალგაყვანილობების აღდგენა.

_ თუმცა წინასაარჩევნოდ  ხშირად შეგვპირებიან და დაწყებული სამუშაოებიც შეჩერებულა

_ ამ კონკრეტული წყალგაყვანილობის სისტემის მოგვარება ხარჯთაღრიცხვაში ზის და დანარჩენს გაკონტროლება სჭირდება.

 

ოლეგ კორძაია („ოცნების კოორდინატორი)

- ბაგების სტუდქალაქში მდებარე მე–5 კორპუსში წყალგაყვანილობისთვის 49 ათასი ლარი, ხოლო  8 ათასი კანალიზაციისათვისაა გამოყოფილი, მე–4  კორპუსზე  მთლიანად სისტემის აღსადგენად 90 ათასი ლარი,სამუშაოები დაწყებულია და იმედია, ბოლომდე მივა. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია