საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სარწმუნოება
მამა გაბრიელის წმინდა სხეულს ორშაბათიდან სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/22 17:36:00

 

ეს კვირა წმინდანების საფლავების გახსნის კვირაა. 20 თებერვალს ბეთანიაში გაიხსნა წმინდანთა საფლავები, მამა გიორგისა და მამა იოანესი, დღეს კი, 22 თებერვალს,  სრულიად საქართველომ მცხეთაში, მამა გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნა იხილა.

 

მამა გაბრიელის კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია, - ამის შესახებ დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ განცხადა. მისი თქმით, ის ესწრებოდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნას და შეუძლია თქვას, რომ მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია, ნაწილი კი - ხრწნადი. კერძოდ, კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია. სახე გაუხრწნელი არ არის. მას გადაფარებული აქვს სახეზე, მაგრამ ისეთი აღარ არის.

 

 ამასთან, დეკანოზი ხაზს უსვამს, რომ წმინდანობა სხეულის ხრწნადობაზე არ არის დამოკიდებული. წმინდანობა დამოკიდებულია მის საქმეებზე.

 
მისივე თქმით, წმინდანების უმრავლესობა ძვლის სახით არის წარმოდგენილი და ეს სრულიადაც არ აკნინებს წმინდანებს. 

 

ამჟამად მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოველშია დასვენებული.  ნეშტი ხის ლუსკუმაშია ჩაბრძანებული და იგი დახურულია. სამთავროს დედათა მონასტრიდან სვეტიცხოველში გადასვენებამდე ფერიცვალების ტაძარში მღვდელმთავრებმა პარაკლისი აღავლინეს, შემდეგ წმინდა ნაწილებიანი ხის ლუსკუმა ერთხელ საკურთხეველში შეაბრძანეს და მსვლელობით სვეტიცხოვლისაკენ წააბრძანეს.


წმინდა ნაწილებიანი ხის ლუსკუმა მეუფე გერასიმეს და ბერებს მოჰქონდათ. მონასტრიდან გამობრძანებულ ღირსი მამის წმინდა ნაწილებს ათასობით მორწმუნე სანთლებით შეხვდა. 
სამთავროს დედათა მონასტრიდან სვეტიცხოვლამდე გზის ორივე მხარეს ჯარისკაცების კორდონი იყო გაკეთებული. ლუსკუმის წინ ბაირაღებითა და დროშით ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" წარმომადგენლები მიუძღვებონდნენ. მათ წინ კი ასევე ჯარისკაცების რიგი მოდიოდა. 

 

ორსაბათს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში გადმოაბრძანებენ და მორწმუნეებს ერთი კვირის მანძილზე შეეძლებათ მასთან მიახლოება და ლოცვა.

 

 

წყარო:  „ინტერპრესნუსი“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია