დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა შექმნეს ახალი ტიპის რეჟიმი“ - ზაზა ხატიაშვილი
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/22 09:24:47

„რასაც სააკაშვილი აკეთებდა, იგივეს აკეთებს ივანიშვილ-ღარიბაშვილის  ხელისუფლება“

 

psnews.ge-ს ადვოკატების მიმართ ბოლო დროს განხორციელებულ ძალადობისა და ზეწოლის ფაქტებზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ესაუბრება. 

 

- დღეს  თქვენ განაცხადეთ, რომ   ევროპის ადვოკათა ასოციაციის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოუგზავნა წერილი, სადაც საუბარია ადვოკატთა უფლებების დარვევაზე. რა რეაგირებას ელოდებით ხელისუფლების მხრიდან?

 

- ევროპის ადვოკათა ასოციაციამ წერილი მიწერა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავჯდომარე დავით უსფაშვილს, სადაც შეშფოთება გამოთქვა ადვოკატების  დევნის გამო  საქართველოში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 6 თვის განმავლობაში ვაგზავნიდით წერილებს და ვითხოვდი საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის ყურადღებას.  ვინაიდან დავინახეთ, რომ  სააკაშვილის რეჟიმი ჩაანაცვლა ივანიშვილ–ღარიბაშვილის რეჟიმმა, რომლებმაც   გააგრძელეს  ადვოკატთა დევნა.  მე მივაწოდე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას კონკრეტული საქმეები, მათ შორის  4  ადვოკატის საქმე. წერილში ვთხოვდი საერთაშორისო ადვოკათა ასოციახიის  პრეზიდენტს    ეს ფაქტები შეისწავლონ, გამოიძიონ და აღკვეთონ საქართველოში ადვოკატის უფლებების დარღვევა. ასეთი მკაცრი წერილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციას არ გამოუგზავნია, იმიტომ, რომ შეწუხდა ეს ხალხი, 5 წელია საქართველოან ადვკატთა უფლებების შელახვაზე ვწერთ.

 

-  გინდათ თქვათ, რომ ადვოკატები დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც დევნის ობიექტები არიან?

 

- ის,  რასაც სააკაშვილი  აკეთებდა, იგივეს აკეთებს ივანიშვილ-ღარიბაშვილის  ხელისუფლება. ანუ სააკაშვილმა მესამე წელს დაიწყო ადვოკატების დაპატიმრება, ესენიც იქეთკენ მიდიან, ამას საქარველოს ადვოკატთა ასოციაცია არ დაუშვებს. პირველი საქმე, რაზეც გამახვილდა ყურადღება, ეს იყო დიმიტრი გაბუნიას საქმე, რომელიც პრემიერ–მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა (როდესაც  პრემიერ–მინისტრის ეკონომიკური მრჩველი იყო) ჩაწერა და ეს ჩანაწერი  გადასცა საერთაშორისო იურიდიულ ფირმა,  რითაც დააშანტაჟა ადვოკატთა კორპუსი, ანუ ადვოკატები, მათ შორის დიმიტრი გაბუნია.  ყველაზე მთავარი ის არის, რომ როდესაც სატელევიზიო ეთრში, მასთან ეთად დავჯექი, მან დაადასტურა, რომ მე მხარეებს შორის ფინანსურ დავას ვიხილავდი იმიტომ, რომ ეს ჩხარტიშვილმა მთხოვაო. ეს ნიშნავს იმას, ბანკიდან ფული რომ მოიპარო და თქვა: ზაზა ხატიაშვილმა მთხოვა და იმიტომ მოვიპარეო.

 

ამის შესახებ ველაპარაკე ევროპის ადვოკატთა ასოცაციის პრეზიდენტს ბრიუსელში, ეს იყო 2013 წლის 30 ნოემბერი. ჩვენ ვისაუბრეთ და ეს ფაქტი მოვუყევი: ვოკატი, ვისაც მოუნდება ჩაწეროს და შემდეგ დააშანტაჟოს, ანუ ადვოკატი შიშის ქვეშ განახორციელებს თავის მოვალეობას. წერილში, რომელიც დღეს მოწერა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა დღევანდელ ხელისუფლებას, ნათქვამია, რომ დღეს ადვოკატები შიშისა და მუქარის ქვეშ ახორციელებენ თავიანთ  საქმიანობას.

 

ადვოკატთა მიმართ შანტაჟის მაგალითია ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, რომელიც გაიგივებულია თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბაჩანა ახალიასთან. მის მიმართ ხორციელდება შანტაჟი, თავდასხმები. როგორ შეიძლება ადვოკატი ლანძღო იმის გამო, რომ შენ მისი კლიენტი არ მოგწონს. პირდაპირ გაეროს კონვენცია  ადვოკატის როლის შესახებ ამბობს, რომ არ შეიძლება აფდვოკატი იდევნებოდეს, ან გაიგივებული იყოს თავის კლიენტთან. სახელმწიფოს ფუნქციაა, დაიცვას  ადვოკატის ხელშეუხებლობა. ამ დროს  ადვოკატ გოგა  ონიანს აგინებენ, აფურთხებენ, ოჯახს ულანძღავენ.

 

-  ბატონო ზაზა, ადვოკატთა მიმართ ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტებმა იმატა?

 

- ხელისფლებამ მიჩქმალა გოგა ონიანის საქმე, პროკურორებმა იფიქრეს,  ეს რა კარგი რამ ყოფილაო და  ადვოკატების ცემაზე გადავიდნენ. პროკურორ ლევან ბაჩიაშვილ თავს დაესხა ადვოკატ რომეო საჯაიას  პროკურატურის შენობაში. მას შეაფურთახა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადვოკატი საჯაია ამ დროს სხვა პროკურორთან იყო მისული და სხვა საქმეს ეცნობოდა, მას არ ჰქონდა არანაირი შეხება ლევან ბაჩიაშვილთან. რა იცოდა ბაჩიაშვილმა, რომ საჯაია პროკურატურაში მივიდოდა? ანუ ზევიდან იყო დაგემილი, რომ ადვოკატი უნდა ეცემათ.

 

- თქვენი აზრით, პროკურატურამ აუნთო მწვანე შუქი ადვოკატების უფლებების დაღვევას და მათზე ზეწოლის განხორციელებას?

- მწვანე შუქის ანთებაა, რომ ადვოკატი სცემეს პროკურატურაში და ამაში მონაწილეობდა პროკურატურა. მთავარი პროკურატურიდა მწვანე შუქი თუ არ ექნებოდა ანთებული, როგორ გაბედავდა პროკრორი ადვოკატის ცემას? როდესაც ყველამ დაინახა, რომ ადვოკატს პროკურატურაში იბარებენ და სცემენ, ორი კვირის უკან ადვოკატი ნონა კირთაძე, რომელიც გორში მიდიოდა თავისი კლიენტის დასაცავად, გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც მუშაობს ფინანსთა სამინისტროში, ერთ–ერთ თანამდებობაზე გაიწია ადვოკატზე საცემრად და მას მიაყენა სიტყვიერი და შეურაცხყოფა. ნონა კირთაძის საქმე,  იმითაც არის საინტერესო, რომ ევროპის ადვოკათა ასოციაციას ჩვენ ჩანაწერი  გავუგზავნეთ, რომელიც სასამართლომ გადასცა ნონა კირთაძეს და ეს ჩანაწერი  დაიდო ინტერნტში, იუთუბზე, სადაც ადვოკატების დევნის ისტორიაა ასახული. როგორც ვხედავთ, ნელ–ნელა ადვოკატების მიმართ თანმიმდევრული და შეგნებული ზეწოლა მიმდინარეობს.

 

- დღევანდელი ხელისუფლება ადვოკატებს ცემს და ავიწროებს და განმკითხავი არავინაა?

 

 

- რა თქმა უნდა, დაუსჯელობის სინდრომია, შუძლიათ, ადვოკატს დაარტყან, შეურაცყოფა მიაყენონ, აგინონ, ეს პრეცენდენტები ამ ხელისუფლებამ დაუშვა. ადვოკატი, რომელიც დაცული უნდა იყოს ამ ხელისუფლების მხრიდან, იმისათვის, რომ თავისი  საადვოკატო ფუნქცია სრულყოფილად განახორციელოს,  ახლა უკვე ხელისუფლება დევნის. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ევროპის ადვოკატთა ასოციაციის  და სამართლის  საბჭოს ხელმძღვანელმა ალდო  ბალდარელმა. რომელიც წარმოადგენს 1 მილიონზე მეტ  ადვოკატთა  უფლებების დამცველს. ბალდარელმა სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოითხოვა. თუ ხელისუფლება რეაგირებას არ მოახდენს ამ ფაქტებზე, მე ვაპირებ  წარვდგე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წინაშე,  ეს საკითხები განვახილვიო და  მივმართო ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ  რეაგირება ადვოკატთა დევნის ფაქტებზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია  არ დაუშვებს ადოკატების დევნას. ის ადამიანები, რომლებიც ადრე ხალხს არბევდნენ, ახლა ფინანსურ პოლიციაში თანამდებობებზე დასვეს  და შექმნეს ახალი ტიპის სახემწიფო, რომელიც ადამიანის უფლებების მასიურ განადგურებაზე იქნება აგებული. ბიძინა ივანიშვილს და ღარიბაშვილს რომ ეთქვათ, იგივე პროკურორსა და მოსამართლეს დაგიტოვებთო, სამართლიანობას არ აღვადგენთო და ბოლოს და ბოლოს მოწმის დაკითხვა სასამართლოზე არ იქნებაო, ხალხი ხომ არ დაუჭერდა მათ მხარს? ეს იყო წინასაარჩევნო აფიორა და   ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა შექმნეს ახალი ტიპის რეჟიმი, რომელიც ქვეყანას წაიყვანს კატასტროფისაკენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2775
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია