დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/21 16:54:32

ათასგვერდიანი დოკუმენტი, დღეს საჯარო გახდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების ტექსტი გარკვეულ ცვლილებებს დაექვემდებარება,თუმცა შეთანხმებაზე არ იმოქმედებს.


ხელშეკრულება  1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ პირობითად შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ:


1.    პოლიტიკური თანამშრომლობა

·  ზოგადი პრინციპები

·  პოლიტიკური დიალოგი

· თავისუფლება უსაფრთხოება და მართლმსაჯულება

·  ინსტიტუციური,ზოგადი და დასკვნითი დებულებები

 


          2.დარგობრივი თანამშრომლობა

· ეკონომიკური თანამშრომლობა

· ფინანსური დახმარება

· თანამშრომლობის სხვა სფეროები


3.ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DC FTA)

·  ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს(Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA)

 


შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას შემდეგი მიმართულებებით:

საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, შეთანხმება ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან (acquis)  დაახლოვების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს“, – აცხადებს  ექსპერტი დეივიდ ფილიპსი.

 

 

 ბაია აბულაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია