დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნოდარ ხადური: „რა საჭირო იყო ამდენი აჟიოტაჟი, მაინც ხომ შევინარჩუნეთ ლარი?!“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/21 16:48:33

„ვისაც ლარი ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა მოეცილებინა, ვისაც დოლარი ჰქონდა, უნდა შეენარჩუნებინა“

 

 

 დღეს  ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  ლარის კურსის ვარდნა გამოწვეული იყო იმ ცუდი აჟიოტაჟის გამო, რომელიც ქვეყანაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში გაჩნდა.

 

„რა საჭირო იყო  ამდენი აჟიოტაჟი? დარწმუნებული ვიკავი, რომ  ლარის კურსი არ შეიცვლებოდა. მუდმივად ვამბობდი იმას, რომ ლარის კურსის მერყევობა დროებითი მოვლენა იყო და ამდენი აჟიოტაჟი  საჭირო არ იყო. ამაში  ჩემი კოლეგა ბანკირებიც დამეთანხმებიან“, – განაცხადა  ნოდარ ხადურმა.

 

         ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გატარებაში აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, რატომღაც ლარის კურსთან დაკავშირებით დაწოლა ფინანსთა სამინისტროზე იყო. თუმცა,  როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, პასუხის გაცემა იმ თემებზეც გიწევ, რომეიც არ გეხება. მუდმივად ვამბობდი, რომ ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არაა. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ვთქვა, რომ არა ცუდი აჟიოტაჟი, ლარის კურსი ასე არ შეიცვლებოდა. ამაში აქ მყოფი კოლეგა ბანკირები დამერწმუნებიან. ორი მოლოდინი შევქმენით: ვისაც ლარი ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა მოეცილებინა; ვისაც დოლარი ჰქონდა, უნდა შეენარჩუნებინა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია