დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„25 თებერვალი-საქართველოს ოკუპაციის დღე“-გამოფენა პარლამენტში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/21 16:28:24

დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ, ფოიეში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „25თებერვალი-საქართველოს ოკუპაციის დღე“.

"საქართველოშო ოკუპაციის დღე 2012 წლიდან აღინიშნება და დღევანდელი გამოფენა ამ ფაქტს გვინდა მივუძღვნათ“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

გამოფენის ინიციატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. პარლამენტში წარმოდგენილია რამდენიმე ათეული ფოტო, რომლებზეც საქართველოს პირველი რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის ცალკეული პერიოდებია ასახული.

 

„საქართველო იყო შემდგარი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ჩაახშო საბჭოთა ოკუპაციამ. გამოფენის მნახველს შეუძლია გააკეთოს ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ მაშინაც-1991 წელს, როდესაც იყო საქართველოს დაპყრობის მცდელობა, 2008 წელსაც , 1992-93 წლებში და დღესაც, კიევში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ თავისუფლებას ებრძოდა და ებრძვის ერთი და იგივე ძალა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2783
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია