დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწოფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზესტაფონელ გამგებლებს შეხვდნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/21 15:45:13

დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტუმრად იმყოფებოდნენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორი  მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და რეგიონალური პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი იოსებ ხახალეიშვილი ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ. მათ შეხვედრა  მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გამგებლის მოადგილესთან და სამსახურის უფროსებთან გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ინფრასტრუქტურული სამუშაოებს და 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს. მხარეების ერთობლივი შეთანხმებით დაისახა მომავლის გეგმები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია